
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებმა დღეს, რუმინეთში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა ჩაატარა. თამაში, ფრედ 2:2 დასრულდა. თუმცა, მატჩში, ანგარიში ქართველებმა გახსნეს. პირველი გოლი, ნიკა კურტანიძემ გაიტანა შეხვედრის მე-10 წუთზე. კიდევ 4 წუთში ჩვენებმა ანგარიში 2-მდე გაზარდეს. მეორე გოლი მურთაზ კაკაბაძემ ჩაიწერა. პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმში კი, რუმინელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვალადარეშმა, 40 წამიან შუალედში დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ორრაუნდიან მატჩში ფრე 2-2 დაფიქსირდა. ამ წყვილში გამარჯვებული თბილისში, 26 სექტემბერს გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ „ევრო 2018"-ის ამ შეხვედრაში, ქართველებს, ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ზვიად კუპატაძე. ყვითელი ბარათების გამო, ავთანდილ ასათიანის გუნდს, არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე აკლდნენ.
რუმინეთის ქალაქ დევაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა: მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი). წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)
„ევრო 2018"-ის ფლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა, თბილისი, 26 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურს, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს.





ჩვენ








