
დღეს. „დინამო არენას" სალაროებში, უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის „დინამო თბილისი" - „ენგორდანის" მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. ბილეთების ფასი, რომლებიც პარალელურად ონლაინ იყიდება 5-10 ლარია. გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის: 10 და 17 სექტორებისა (ეს სექტორები სტუმარი და მასპინძელი გუნდის ფან-კლუბებისთვის არის განკუთვნილი).
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 11 ივლისს 21:00 საათზე „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც „დინამო თბილისი" ანდორის „ენგორდანის" უმასპინძლებს.
„დინამო თბილისთან" შეხვედრამდე, ანდორელებმა, ორმატჩიან დუელში სან მარინოს „ლა ფიორიტას", როგორც უკვე გაუწყებდით 3-1 აჯობეს. „ენგორდანმა" პირველ მატჩში სტუმრად 1-0 მოიგო, ხოლო საშინაო შეხვედრაში 2-1 გაიმარჯვა. აქედან, მეორე შეხვედრაში, თამაშს მიწურულს 2 კურიოზული გოლი გავიდა. ჯერ ანდორელთა მეკარემ გაიტანა საკუთარ კარში, ხოლო შემდეგ, სტუმრებმა საკუთარი კარი აიღეს.
საფეხბურთო კლუბი „ენგორდანი", 1980 წელს დაარსდა და თავდაპირველად „სპორტინგ ესკალი" სახელით ასპარეზობდა. 2001 წლიდან კი, დღევანდელი სახელით არის ცნობილი. ამავე წლიდან, გუნდი, ანდორის ჩემპიონატში ჩაება და რამდენჯერმე მოუწია მეორე და პრიმერა დივიზიონებს შორის მიმოსვლა. „ენგორდანისვის" საუკეთესო შედეგად, 2018 წელს ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილი ითვლება. თუმცა, მანამდე, 2016 წელს, მათ ქვეყნის თასის აღებაც შეეძლოთ, ფინალი, რომ არ დაეთმოთ.
ანდორის თასის ფინალი დათმო, ხოლო წელს კი, გუნდი გათამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალში, მათ ქვეყნის ჩემპიონი „სანტა კოლომა" ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. 2018-2019 წლების სეზონი „ენგორდანიმ" მეოთხე ადგილზე დაასრულა. ევროთასებზე ასპარეზობის უფლება კი სწორედ, ამ თასის დაიმსახურა.
საშინაო მატჩებს ანდორა ლა ველას 1300 მაყურებელზე გათვლილ „ესტადი კომუნალ"-ზე (Estadi Comunal d'Andorra la Vella), ანდორა ლა ველაში მართავს. საკლუბო ფერები კი შავ-თეთრშია გადაწყვეტილი. გუნდის კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი 35 წლის მარცხენა ვინგერი სებასტიან გომესი გახლავთ, რომელიც ანდორის ნაკრებში 31 მატჩი აქვს ჩატარებული. ანდორის ეროვნულ ნაკრებში არის ასევე 23 წლის მცველი აარონ სანჩესი და 25 წლის ნახევარმცველი მარკ ფერე ასპარეზობენ. კლუბში, არაერთი ესპანელი ლეგიონერი გამოდის. მათ გარდა არიან ფეხბურთელები არგენტინიდან, პორტუგალიიდან, ურუგვაიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან და სერბეთიდან. გუნდის მთავარი მწვრთნელი 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფელიპე ბუშტო გახლავთ.
„დინამო არენაზე" ანდორელები 10 ივლისს 21:00 ივარჯიშებენ. ვარჯიშამდე კი ფელიპე ბუშტოს პრესკონფერეცია გაიმართება. მანამდე, ქართული მედიისთვის „დინამო არენაზე" „დინამო თბილისი" ივარჯიშებს, მედია-სივრცეში კი, ქართველთა პრესკონფერენცია გაიმართება.
და ბოლოს, 11 ივლისის მატჩს, „დინამო არენაზე" დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 31 წლის მორტენ კროგი არის. გახლავთ. მას ასისტენტობას იესპერ დალი და კრისტიან ბრიქსენი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი იქნება. მატჩის დელეგატია ნიკოლა კოსტოვი ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი უკრაინელი ვოლოდიმირ პეტროვი არიან.





ჩვენ








