
საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ერთი, მეორეს მიყოლებით ტოვებენ კალათბურთელები. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, დღეს საღამოს სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ.
„ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...
ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული , გულშემატკივრის თანადგომა , რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში .
კალათბური იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი
დგეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის ...
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !
Air Georgia Out" - წერს ვიკა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ევრობასკეტი 2017-ზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, სანაკრებო კარიერის დასასრულზე განცხადება გააკეთა ზაზა ფაჩულიამ. მოგვიანებით, სანაკრებო კარიერის დასრულებზე ალაპარაკდა გიორგი ცინცაძეც. ანატოლი ბოისამ კი საერთოდ საკალათბურთო კარიერის დასასრულზე დაიწყო ფიქრი. ამრიგად, ამ ევრობასკეტის შემდეგ, ვიკა იქნება მეოთხე კალათბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს დატოვებს.
ფიბა-ს მიერ მიღებული ახალი წესებით, ევროპის მომავალი ჩემპიონატი არა 2, არამედ 4 წლის შემდეგ გაიმართება. ნაკრებში, თაობათა ცვლა გარდაუვალი იყო. ვეტერანი კალათბურთელებიც, საკუთარ გადაწყვეტილებებს ამ მოტივით ხსნიან. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, უკვე 2017 წლის ნოემბერში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება. ასე, რომ ილიას ზუროსს, რომლის გუნდიდან წასვლა, საბოლოოდ უარყო კალათბურთის ფედერაციამ, დროის მოკლე ვადებში, საკმაოდ სერიოზული, სანაკრებო შევსები განხორციელება მოუწევს და ეს, ისედაც ჩვენი ნაკრების „აქილევისის ქუსლის" - მოკლე სკამის ფონზე.





ჩვენ








