„ჩიხურა“ გამარჯვებისთვის ემზადება
„ჩიხურა“ გამარჯვებისთვის ემზადება
16.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, 16 ივლისს „დინამო არენაზე" უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ საჩხერის "ჩიხურამ" და ლუქსემბურგის "ფოლა ეშ".-მა ივარჯიშეს.

თამაში "დინამო არენაზე" ხვალ, 17 ივლისს, 20 საათზე დაიწყება.

თამაშამდე ჩატარებული პრეს-კონფერენციისა და ხვალინდელი დღის მოლოდინებზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ისაუბრეს.



„ხვალინდელ თამაშში ორი გოლის გატანა და ამ ბარიერის დაძლევა შეგვძლია. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ, რომ ახლა შანსი არ გვქონდეს, აქ არ ვიქნებოდით. წინა თამაშში დავუშვით შეცდომებიც და გოლებიც. ხვალინდელ შეხვედრაში შეცდომებს გამოვასწორებთ. რამდენიმე სტრატეგია მაქვს მოფიქრებული და თუ როგორ წარიმართება თამაში, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას. ყველანაირ ანგარიშზე ვეცდებით თამაშში დასაბრუნებლად და ვიბრძოლებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. წინა შეხვედრაში ორივე გოლი სტანდარტულით გავუშვით, არ მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. ერთი გოლი 11-მეტრიანით გაგვიტანეს და ბევრჯერ ვნახეთ ის მომენტი და ვთვლი, რომ არ იყო 11-მეტრიანი. ხვალინდელ თამაშში ვეცდებით, გივე სტანდარტული სიტუაციების დროს მეტად ყურადღებით ვიყოთ,", - ამბობს ჯეფი სტრასერი  „ფოლა ეშის" მთავარი მწვრთნელი.




მომავალი თამაშის ტაქტიკაზე „ფოლა ეშ"-ის მწვრთნელმა ისევე არ ისურვა საუბარი, როგორც ამას, წლებია სოსო ფრუიძესგან ვართ მიჩვეულები. ფაქტია, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე მოედანზე, მხოლოდ გამარჯვებისთვის გასასვლელად ემზადება.

„მიმდინარე სეზონში, მიკროტრავმები ყოველთვის იყო და ამას თითქოს შევეჩვიეთ, მაგრამ ახლა,  საბედნიეროდ  ყველა ფორმაშია და ემზადება მომავალი თამაშისთვის. ერთადერთი, მხოლოდ, მუმლაძე გვყავს ტრავმირებული. „ფოლა ეშ" არ არის ის გუნდი, რომ ჩვენ გამოგვაგდოს, მაგრამ, ეს ფეხბურთია და ჩვენ ამ თამაშს, მთელი სერიოზულობით ვეკიდებით. „ფოლა ეშის" ფეხბურთელები, მეორე ნომრად  თამაშის საშუალებას აძლევს. პირველ ნომრად ვერ ითამაშებს, რადგან შესწავლილი აქვს ჩვენი თამაში და ასევე დაიწყო და ამ ტაქტიკითვე გააგრძელებდა თამაშს, რადგან ჩვენი ფეხბურთელები ბევრად უფრო სწრაფები არიან „ფოლა ეშის' მცველებსა და ნახევარმცველებზე და ჩვენთვის პირიქით, კარგი იქნება, თუ ზემოთ ამოიწევიან და პირველ ნომრად თამაშს შეეცდებიან. ჩვენ არ ვაპირებთ ბურთი დავუთმოთ. გვინდა, რომ ვაკონტროლოთ", - ამბობს სოსო ფრუიძე, „ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.




სოსო ფრუიძე მოწინააღმდეგის შემადგენლობიდან გამომდინარე არც მკვეთრ წინააღმდეგობას ელოდება და არც მკვეთრ ცვლილებებს შემადგენლობაში, რადგან მიაჩნია, რომ „ფოლა ეშმა" პირველ თამაშშიც სრული რესურსი ამოწურა. მათ შორის სათამაშო ტაქტიკისაც.

„მოგების მიუხედავად, არ ვართ დამშვიდებულები. ვართ თამაშზე კონცენტრირებულები და მობილიზებულები. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ხვალინდელი თამაში ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გვინდა, რომ ხვალინდელი თამაშიც მოგებით დავასრულოთ",- ამბობს "ჩიხურასİ მწვრთნელი.




კიდევ ერთი დეტალი, ორივე გუნდი დღემდე დაობს პირველ ტაიმში მათ კარში დანიშნულ 11-მეტრიანებზე. თუმცა, ეს ის თემაა, რომლებზეც მწვრთნელები, ყოველთვის აპელირებენ.

უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის კლუბმა დღეიდან თბილისში დაიწყო მზადება.

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები