
უეფა-ს ევროპა ლიგის საპასუხო მატჩისთვის, რომელიც დღეს თბილისში, მიხეილ მესხზე 21:00 დაიწყება 5000 არის გაყიდული. ჩვენი ინფორმაციით რამდენიმე საათში ქუთისიდან, მატჩზე დასასწრებად, ორგანიზებული წესით 5-6 ავტობუსი გამოემართება. რაც დაახლოებით 300-350 ქომაგია. თუმცა, "ტორპედოს" დღეს, კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი სჭირდება.
იმას, გარდა რომ მეორე ევროპული სეზონია ქუთაისის „ტორპედოს" მშობლიური ქალაქიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით უწევს საშინაო მატჩების გამართვა, რაც ტორპედოელების მუხტს, ოდნავ ანელებს, წელს, კახა ჩხეტიანის გუნდს, კიდევ ერთი თავსატეხი დაემართა. ფინანსური კრიზისის გამო, გუნდი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთი ბოლო ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, საკუთარ სოციალურ ქსელში, „ტორპედოსა" და მისი ქომაგებისათვის, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:
„ვეძებდი შესაფერის დროს რომ დამეწერა დასამშვიდობებელი წერილი ქუთაისის ტორპედოზე და ამავდროულად გამამხნევებელი ამიტომ ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ქუთაისის ტორპედოს გვერდში დგომა, მართალია ფიზიკურად ვერ ვახერხებ რო დავეხმარო რისიც ძალიან დიდი სურვილი მქონდა მაგრამ ფეხბურთი ისეთი სფეროა ყოველთვის იქ არ ვართ სადაც გვინდა , მინდა დღეს წარმატება ვუსურვო ჩემს ქუთაისს და ტორპედოს , ჩემს მეგობრებს რომლებიც დღეს მინდორზე გამოვლენ და დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაართმევენ თავს ამ თამაშსაც და გავლენ შემდეგ ეტაპზე და გაახარებენ იმ ხალხს რომლებსაც მათი სჯერათ.
რაც შეეხება ჩემს გატარებულ 6 თვეს ტორპედოში , ეს იყო საუკეთესო 6 თვე რადგან დავინახე თუ როგორი უნდა იყოს გუნდი ისეთ რთულ დროს როგორშიც ტორპედო იყო, ყველა ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდით ერთობას და ეს ნიშნავს იმას რომ ტორპედო იყო ერთი დიდი ოჯახი და მომავალშიც ასე იქნება, მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ამ 6 საუკეთესო თვისთვის მადლობა რა თქმა უნდა კახა ჩხეტიანს და მის სამწვრთნელო სტაფს, მადლობა ფეხბურთელებს რომელთა გვერდითაც ვიცავდი ქუთაისის ტორპედოს ღირსებას , მადლობა გუნდში ყველა მომუშავე პერსონალს რომლებიც არ ჩანან მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ გუნდისთვის, მადლობა რა თქმა უნდა გულშემატკივრებს რომლებიც ყოველთვის გვამხნევებდნენ.
მადლობა და წარმატებები F.C. Torpedo Kutaisi" - წერს ბუდუ ზივზივაძე.





ჩვენ








