ქართველი 20-წლამდელები ¼ ფინალში არიან
ქართველი 20-წლამდელები ¼ ფინალში არიან
18.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატში (B დივიზიონი) შესვენებაა. ¼ ფინალები, ხვალ 19 ივლისს, გაიმართება. საქართველოს 20-წლამდე ნაკრები, რომელიც C ჯგუფში საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, ¼ ფინალში, მასპინძელ, პორტუგალიის ნაკრებს დაუკავშირდება. საქართველოსა და პორტუგალიის 20-წლამდე ნაკრებების ¼-ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.


საქართველოს  ნაკრების ¼ ფინალური მეტოქემ პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია, ანგარიშით 81-53 გაანადგურეს და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დებულების თანახმად კი, პლეი-ოფში ჯვარედინი სისტემით A ჯგუფი B-ს უწყვილდებოდა, ხოლო C - D-ს. შესაბამისად, C ჯგუფის მეორეადგილოსანი საქართველო D ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას დაუწყვილდა.


რუსეთი (A1) - ბულგარეთი (B2)

ჩეხეთი (B1) - ისლანდია (A2)

ჰოლანდია (C1) - ბელგია (D2)

პორტუგალია (D1) - საქართველო (C2)


ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს  20-წლამდე ნაკრებმა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 11 ქულით, 67-78 წააგო. ჩვენი კალათბურთელები პირველი ნახევრის შემდეგ, 34-32 იგებდნენ. ამ მომენტისთვის პერიოდების მიხედვითმ 18-18, 16-14, არც ერთი გუნდის უპირატესობა არ იკვეთებოდა. თუმცა,  მეორე ნახევარში ესტონელთა შორ სროლებს, ჩვენებმა ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ დასაშვები ზღვრის ფარგლებში, 11 ქულით წააგეს.


მატჩის სტატისტიკა


შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ქართველმა კალათბურთელებმა C ჯგუფის ყველა შეხვედრა მოიგეს და ჯგუფს გათამაშების მთელი ეს მონაკვეთი ლიდერობდნენ კიდეც. A დივიზიონში გადასვლამდე B დივიზიონიდან ჯგუფური ეტაპი და ფლეი-ოფები იყო გასავლელი. ჯგუფიდან კი 2-2 საუკეთესო გადიოდა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ  ქართველებს გასული ოთხივე ტურის მატჩი მოგებული ჰქონდათ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში რჩებოდნენ ჯგუფში, თუკი ესტონელებთან 20 ქულით ან მეტით წააგებდნენ, ჯგუფში ესტონელები ჩარჩნენ. ჩვენები კი ასპარეზობას აგრძელებენ.