
12-13 სექტემბერს, საქართველოს 4 ქალქაში, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. სამი იმერული და ერთიც თბილისური კლუბი 2107 წლის გამარჯვებულს გამოავლენს. იმ პრესტიჟული ტროფეის გარდა, რომელიც ერთ-ერთ ქართულ კლუბს ევროტურნირების საგზურს „გამოუწერს", პირველად, ამ გათამაშებიდან მატერიალურ მოგებასაც მიიღებს. წელს პირველად, საქართველოს თასის გათამაშების მონაწილე გუნდები, ფინანსურადაც მოტივირებულები არიან. თითოეული გუნდს, ყოველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 10 000 ლარი ერიცხება. შესაბამისად ფინალისტებს - 40 000 ლარი, ხოლო თასის მფლობელი დამატებით კიდევ 60 000 ლარს მიიღებს. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გადავუსწრებთ და მივყვეთ თანმიმდევრობას.
„შევარდენი -1906" - „ტორპედო" 1-2
თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ეროვნული ლიგის გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფი ქუთაისის „ტორპედო", მესამე ლიგის ლიდერს, თბილისის „შევარდენი 1906" დაუპირისპირდა. ქუთაისელებმა, ანგარიშის გახსნა მე-9 წუთზე მოახერხეს. გოლი, თავურით, ლევან კუტალიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელები, მთელი თამაშის მანძილზე ახერხებდნენ ბურთის ფლობას, თუმცა, რეალურად, ქუთაისელებმა, მესამე ლიგის ბინადარს, მთელი თამაშის მანძილზე, მხოლოდ რამდეჯერმე შეუქმენ საფრთხე. აქედან, 2 მომენტში გოლი გაიტანეს - თამაშის საწყის ეტაპზე და ძირითადი დროის დამატებულ მე-2 წუთზე (დამატებული 6-დან). ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელთა რიგებს, ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე აკლდა - მეკარე როინ კვასხვაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუჭუხიძე, გიორგი გურული და თორნიკე კაპანაძე, რომლებიც სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანმა ეროვნული ლიგის, მესამე ეტაპის დასკვნითი თამაშებისთვის, ორი „დინამოს", ბათუმისა (გასვლა) და თბილისის (სახლში) წინააღმდეგ შემოინახა. ბიძინა მახარობლიძე კი, რომელიც კარგა ხანია ტრავმირებულია, „ტორპედოს" სავარაუდოდ, ამ სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
ტორპედოელთა შესუსტებული შემადგნელობის მიუხედავად, „ტორპედო" - „ტორპედოა". თანაც, კარში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე მაქსიმე ქვილითაია იდგა. აქედან გამომდინარე, „შევარდენის" ბრძოლისუნარიანობა და ის, რომ მოედნის ყველა მონაკვეთში ახერხებდნენ ქუთაისელთა შეჩერებას, მისასალმებელია. გიორგი კიკნაძის შეგირდებმა, ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე გაათანაბრეს. ერთ-ერთი მორიგი კონტრშეტევის დროს, ირაკლი მაღრაძის ჩაწოდებული, გიორგი მაღალდაძემ თავით გადააგზავნა მაქსიმე ქვილითიას კარისკენ. თუმცა, ქუთაისელთა მეკარის მიერ, უხერხულად მოგერიებული ბურთი, კვლავ მაღალდაძეს დაუბრუნდა. მეორე ცდაზე, „შევარდენი -1906"-ის ფეხბურთელი ზუსტი იყო. როგორც უკვე გითხრაით, მატჩი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, რომ არა ქუთათურების გოლი, მასჯის მიერ კომპენსირებულ დროში. 1-2 ქუთაისელთა სასარგებლოდ, ბექა ტუღუშის გოლმა კი, „ტორპედო" ½ ფინალში გაიყვანა.
„მოგეხსენებათ, სათასო მატჩი, ერთი შეხვედრის თამაშია და ყველა გუნდი შეეცდება მაქსიმუმი დადოს. თბილისის „შევარდენი" კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და შემთხვევით არ არიან თავიანთი ლიგის ლიდერები. არც შემთხვევით მოხვედრილან თასის ¼ ფინალში. ამიტომ, თამაშიდან გამომდინარე უპირატესობა ჩვენ გქვოდა, შევქმენით მომენტებიც, მაგრამ, ამ მომენტებს გატანა უნდა", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

„იმერეთი" - „ნორჩი დინამო" 2-2 (პენალტების სერია 4-2)
ხონი, ცენტრალური სტადიონზე, ადგილობრივი "იმერეთი", "ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდა. შეხვედრის მე-15 წუთზე, მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ვლადიმერ ჯოჯუამ. იმერლებმა 7 წუთში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. გოლი, ალექსანდრე სულაძის ანგარიშზეა. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე სტუმრები კვლავ ახერხებენ ანგარიშში დაწინაურებას. ნორჩი დინამოელთაგან მეორე გოლი ანზორ კალაძის ანგარიშზეა. თბილისელები, ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „იმერეთი", წონასწორობის აღდგენას ახერხებს. ირაკლი საღარეიშვილის გოლის შემდეგ ანგარიში 2:2 ხდება და შეხვედრა დამატებით დროში გადადის.
დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "იმერეთმა" 4-2 გაიმარჯვა და ახლა, თასის ½ ფინალში ეროვნული ლიგის სამი ბინადარიდან ერთ-ერთს, „ტორპედოს", „ჩიხურას" ან „დინამო თბილისს" შეხვდება.
„ჩიხურა" - „დილა" 3-0
ივანწმინდაში, გორელები, ისევე უღიმღამოდ თამაშობდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ, მესხი 2-ზე. როგორც ჩანს, გიორგი დარასელიას გუნდში, სერიოზული პრობლემებია და გორელებს, ვერც ინვესტორი, ვერც სეზონში შეცვლილი მწვრთნელი და დამატებული ლეგიონერები ეხმარებიან. თუკი, სეზონის დასრულებამდე „დილამ", ვერ მოახერხა კონცეტრაცია, კლუბი დავით ყიფიანის თასის კი არა, ეროვნული ლიგის მიღმაც დარჩება.
სათასო შეხვედრა კი, იმის გათვალიწინებით, რომ გორელები, მთელი მეორე ტაიმი, 10 საჩხერელს უპირისპირდებოდნენ და წესით, მათ სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, „დილას" მარცხით 3-0 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში „საჩხერეს" ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის მუწირულს გახსნეს. 38-ე წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილმა პირველი გოლი გაიტანა. კიდევ 5 წუთში, მასპინძლები ანგარიშს ორამდე ზრდიან. მიხეილ სარდლიშვილმა, სტუმრებს გოლი, გასახდელში გაატანა.
არ შეცვლილა სურათი მეორე ტაიმშიც. მასპინძლები ძირითადად უტევდნენ, გორელებს კი ამ შეტევების მოგერიება უწევდათ. 2 მომენტში, კარგად ითამაშა გორელთა მეკარემ. თუმცა, მოვლენებს წინ გადავასწრებ და ვიტყვი, რომ ამ თამაშში, მუჯრიშვილს, ტატანაშვილი კიდევ ერთ გოლს გაუტანს. აი, საჩხერელთა ძირითად მეკარეს ჰამზიჩს, რომელიც ტრავმის შემდეგ გუნდს შეუერთდა, ამჯერად წითელი ბარათის გამო მოუწევს რამდენიმე მატჩის გამოტოვება. გოგა კიკაჩეიშვილმა დერეტთან უხეში თამაშისთვის, საჩხერელთა მეკარე გააძევა და „ჩიხურას" კარში 11-მეტრიანი დანიშნა. თუმცა, ამ შეხვედრაში, გორელთა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი, ვერ გამოიყენა თენგიზ წიქარიძემ. მოგვიანებით, დარასელიას მიერ გაკეთებულმა ცვლილებებმა (მინდორზე 10-წითიანი შეუალედით, ჯერ კირკიტაძე, შემდეგ კი ფანცულაია შემოუშვა), თამაში ვეღარ შემოატრიალა. ერთი დეტალი, რის შესახებაც უბრალოდ, გავამახვილებდით ყურადღებას. დღეს, გიორგი დარასელიამ, საერთოდ სკამზე დასვა გამოცდილი ირაკლი ძარია, რომელიც, ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში, „ლოკომოტივთან", ერთ-ერთი გამრჩეული იყო, ჩვენის აზრით.
საბოლოოდ, საქართველოს დ. ყოფიანის თასის, ცენტრალური ნახევარფინალური მატჩი „ჩიხურას" გამარჯვებით დასრულდა. ახლა, ფრუიძის გუნდი, ½ ფინალისთვის მოემზადება. გორის „დილას' კი როგორც ჩანს, უახლოეს ხანში, თუნდაც დღეს ჩავარდნილი დაცვის ხაზის პრობლემის გამოსწორება მოუწევს.

„რუსთავი" - „დინამო თბილისი" 0-0 (პენალტები 0-3)
რუსთაველ მეკარეს, მიხეილ ალავიძეს დღეს, 2008-09 წწ. სათასო ფინალის შემდეგ, კვლავ „დინამო თბილისთან", მხოლოდ ამჯერად, ¼ ფინალში და ნუკრი რევიშვილის წინააღმდეგ მოუხდა „ლატარიის" თამაში. ამ წყვილის დაპირისპირებაში, პირველ ნომრად თბილისელებს მოიაზრებოდნენ. მითუმეტეს, როდესაც საქართველოს დ. ყიფინანის თასის ¼ ფინალის წილისყრა ჩატარდა და როდესაც გუნდი, ეროვნული ლიგის ლიდერი იყო, თანაც, მისი რიგები ჯერ არ ჰქონდათ დატოვებული საბა ლობჟანიძეს, გიორგი პაპუნაშვილს, ბაჩანა არაბაულს, გიორგი გველესიანს, გიორგი ჩაკვეტაძესა და ლუკა ლოჩოშვილს. ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში, დინამოელები დღესაც 9 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, თუმცა, გუნდი, მხოლოდ ამ სეზონში მეოთხედ განიცდის გადახალისებას და ბუნებრივია, ეს თამაშზეც აისახება. შესაძლოა, ამიტომ, „დინამოს" პირველნომრობა, დღეს, ოდნავ რეალობას მოკლებული იყო და უფრო, ფორმალურ მხარეს ატარებდა. უკვე ზემოთჩამოთვლილი ფეხურთელების გარდა, „დინამოს" ტრავმირებული გიორგი თევზაძე, ოთარ კიტეიშვილი და ტრავმის შემდეგ ახლადდაბრუნებული გიორგი ზარიაც აკლდნენ. ამ უკანასკნელის არყოფნას კი, თუნდაც ის გამართლება აქვს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელოვნურსაფარიან მოედნებს შორის, რუსთავის „ფოლადის" მინდორი, ტრავმების თვალსაზრისით პოტენციური „ქილერია".
პირველი სახიფათო მომენტიც დღეს, სწორედ დინამოელების კართან შეიქმნა. მარჯვენა ფლანგიდან, ზაზა ციცქიშვილმა, ბურთი კარის გასწვრივ სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა დინამოელთათვის საბედნიეროდ, გადაცემის „ჩასაკეტად" რუსთაველთაგან არავინ აღმოჩნდა. ამ მომენტიდან 6 წუთის შემეგ, თითქმის მსგავს სიტუაციაში შულაიას ჩაწოდებული, დასარტყამად ზუსტად ვერ მოირგო ბექა მიქელთაძემ. სხვათა შორის, ბექას მთელი თამაშის მანძილზე რამდენიმე მსგავსი მომენტი ჰქონდა. თითო-თითო „სეივით" გაცვალეს ამ ტაიმში, ალავიძემ და რევიშვილმაც. ჯერ დინამოელთა მეკარემ მოიგერია კუთხურზე ციცქიშვილის დარტყმული ბურთი, შემდეგ კი ალავიძემ, ქოჩლაძის საჯარიმო ანალოგიურად კუთხურზე მოიგერია.
სანახაობრივი თვალსაზრისით, მეორე ტაიმი უფრო კარგი გამოდგა. აუტანელმა სიცხემაც, რომლის გამო, მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა თამაშის შეჩერება, რადგან ფეხბურთელებს წყლის დალევის საშუალება მისცემოდათ, ოდნავ იკლო. დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმაც ტაიმის დასაწყისშივე შემადგენლობა გადაახალისა და მიკოლა კოვტალიუკის ნაცვლა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ენვერ ლილუაშვილი (სწორედ, ამ ფეხბურთელის გოლის წყალობით, „დინამომ" შუქურასთან მარცხისგან თავი დაძივრინა) შემოუშვა. თუმცა, ისევე, როგორც პირველ ტაიმში, მეორეშიც პირველი სახიფათო მომენტები, კვლავ „დინამოს" კართან შეიქნმა. კაჭარავს „მძიმე არტილერიას", შეხვედრის 58-ე წუთზე ჰქონდა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა ენვერ ლილუაშვილმა ცარიელ კარში ზუსტად ვერ გადააგზავნა ბურთი. ტაიმის ბოლომდე კვლავ რევიშვილი და ალავიძე შემოდიან საქმეში და შველიან გუნდს. სხვათა შორის, მატჩის ძირითადი დროის დასასრულს, ჯერ აკაკი შულაიას, შემშეგ კი გიორგი კუციას შეეძლოთ დამქანცველი 1/4 -სთვის წერტილის დასმა, თუმცა შანსები ხელიდან გაუშვეს.
დამატებითი დრო, შეიძლება ითქვას, მხოლოდ იმიტომ ითამაშეს, რომ ტურნირის დებულებაში „დამატებითი დროის" დანიშვნაა გათვალისწინებული, 30 წუთის მანძილზე თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და საქმეც, პენალტების სერიამდე მიდიოდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავი კარგად ორგანიზებული გუნდია, ჩვენ კი ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავს, რთული თამაში იყო. რუსთავი მშვენივრად გამოიყურებოდა. 11-მეტრიანები კი, ყოველთვის 50/50-ზე არის. ამრიგად, რევიშვილის გამოცდილებამ აჯობა რუსთაველებს", - ამბობს თამაშის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავა.
11- მეტრიანების სერიასთან ერთად, რუსთავის „ფოლადის" სტადიონზე, საფეხბურთო „ტემპერატურა" ფოლადის დნობისთვის დამახასიათებელს გაუსწორდა. პირველი ბურთთან დინამოელთა კაპიტანი ლაშა თოთაძე მივიდა და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. აქვე ვიტყვი, რომ მომდევნო 2 მისვლაზე, ანალოგიური გოლები გაიტანეს ლევან გეგეჭკორმა და აკაკი შულაიამ. რუსთაველების პირველი სამი დარტყმის, რომელიც არ გამოირჩეოდა სიძლიერით და მეკარისაგან დაბალ კუთხეში იყო გაგზავნილი, არ გასჭირვებია „დინამო თბილისისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, ნუკრი რევიშვილს. პენალტების სერიაში, „დინამომ" 0-3 გიმრჯვა და საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის ½ ფინალში გავიდა.
და ბოლოს
საქართველოს დ. ყიფინაის თასის ½ ფინალის მონაწილე ოთხივე გუნდი ცნობილია „ტორპედო", „ჩიხურა", „დინამო თბილისი" და „იმერეთი". სამი გუნდი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს, ერთიც - ეროვნულ ლიგა 2-ს. ახლა, საინტერესოა, როგორ დაწყვილდებიან ეს გუნდები წილისყრის შემდეგ. ფაქტია, რომ ლიგა 3-ის წარმომადგენელ, აუცილებლად „ტორპედო", „ჩიხურა" და „დინამოდან" ერთ-ერთი „დაეჯახება". მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ეროვნული ლიგის გათამაშებას „დინამო" ლიდერობს, 'ტორპედო" კი ფეხდაფეხ მიყვება, ორივე გუნდი შეეცდება ევროტურნირზე მოსახვედრად თავი დაიზღვიოს და თასი მოიპოვოს. სპეიციალისთა გათვლით, „ჩიხურა", რომელმაც ბოლო წლებში, 5-ჯერ ზედიზედ მოახერხა თასის ½ ფინალში გასვლა, შეეცდება ფინალშიც მესამედ გავიდეს. შემდეგ კი გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს, რადგან ევროთასებზე მოსახვედრად, სოსო ფრუიძის გუნდისთვის, რეალური შანსი, სწორედ დ. ყიფიანის თასის რჩება. ყველა ვარიანტში, „იმერეთი" ძლიერთა ლუკმა გახდა, თუკი ეროვნული ლიგა 2-ის გუნდს, რაიმე სასწაული არ მოევლინა მფარველად.





ჩვენ








