
ორი შეხვედრის ჯამში, „დინამო თბილისი" უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზეა. თბილისში, ანდორის „ენგორდანთან", ანგარიშით 6-0 მოგებული თამაშის შემდეგ, თბილისელებმა ანდორა ლა ველაში საპასუხო შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ერთად-ერთი გოლი „ენგორდანის" კარში აბდელ მეჯუბიმ, 81-ე წუთზე გაიტანა. ორი შეხვედრის ჯამში, „დინამო თბილისმა" 7-0 მოიგო.
უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო აზერბაიჯანის „გაბალას" დაუპირისპირდება და 2015 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება. პირველ თამაში 25 ივლისს, გაბალაში გაიმართება.
„დინამო თბილისი": ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია (73'), აკაკი შულაია (55'), არფანგ დაფე, ლევან კუტალია, ალექსანდერ კაპლიენკო, მიჰაილო შიშკა (59')
შეცვლა: 55' ნოდარ ქავთარაძე 59' ნიკა ნინუა, 73' გიორგი კუხიანიძე
მთავარი მწვრთნელი:
გოლი: 81' აბდელ მეჯუბი





ჩვენ








