მომავალ კვირაში თბილისში, უეფა-ს 2 საკლუბო შეხვედრა გაიმართება
მომავალ კვირაში თბილისში, უეფა-ს 2 საკლუბო შეხვედრა გაიმართება
19.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

ახლა  უეფას საკლუბო ტურნირებზე დარჩენილი 3 ქართული გუნდი რამდენიმე დღით შეისვენებს და უკვე მომავალ კვირაში ახალ თავგადასავლებში ჩაებმება.

საქართველოს  მოქმედი ჩემპიონი,  უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს" დაუპირისპირდება.  ორრაუნდიანი ეტაპის პირველი მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო" ზაგრებს შორის 23 ივლისს,  თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:30 საათზე გაიმართება.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი სიმბოლური, 1 ლარი იქნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე სტადიონის სალაროებში.

***

25 ივლისს, „დინამო არენაზე" საჩხერის „ჩიხურა" უეფა-ს ევროპა ლიგა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შოტლანდიურ „აბერდინს" ელოდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება.

*** 

25 ივლისსავე, „დინამო არენის" მასპინძელი  „დინამო თბილისი" თბილისის დროით 19:00 საათზე, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს, ქართული გუნდისთვის კარგად ნაცნობ აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში.


აღნიშნული შეხვედრების საპასუხო მატჩები 30 ივლისს (ჩემპიონთა ლიგის)  და 1 აგვისტოს (უეფას ევროპა ლიგის) გაიმართება.