
დასანანი მარცხი, რომელშიც საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შეცდომების, მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები დაემატა, ქართველ კალათბურთელებს მარცხად დაუჯდათ. საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასასვლელ რბოლას ¼ ფინალიდან გამოეთიშა და მომავალი სეზონიდან კვლავ B დივიზიონში იასპარეზებს.
¼ ფინალში საქართველოს ნაკრებმა გათამაშების მასპინძელ ქვეყანასთან პორტუგალიის 20-წლამდე ნაკრებთან 11 ქულით წააგო 96-85, თუმცა მატჩის მეოთხე პერიოდის დამთავრებამდე 2 წუთნახევრით ადრე სხვაობა 4 ქულა იყო და ქართველებსაც თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, ალბათ ცოტა ზუსტად, რომ დაეტვირთათ პერიმეტრი.
შეხვედრის ანგარიში პერიოდების მიხედით ასე გამოიყურება: 19-21 / 26-22 / 25 -18 / 26-24. როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთ მეოთხედში, მესამეში, მასპინძლებმა, „გაქცევა" მოახერხეს და ისიც, პერიოდის დასკვნით 5 წუთში. ეს მათ, ძირითადად ზუსტი სამქულიანი სროლებით მოახერხეს და გადამწყვეტი მეოთხედის დროს 9-ქულიან უპირატესობით 70-61 გავიდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადამწყვეტ მეოთხედში ქართველი 20-წლამდე ნაკრების თამაშზე რამდენმე გარემოებამ იმოქმედა. პირველი ჩვენის აზრით მასპინძელი ქვეყნის და აქედან გმომდინარე მე-6 მოთამაშის ფაქტორი იყო. მეორე, იყო ძალიან ბევრი წვრილმანი შეცდომები დაცვით თამაშში. ასევე, 3 ქულიანი პერიმეტრიდან არასახარბიელო %-ული მაჩვენებელი. მესამე, მასპინძლები ცდილობდნენ მთელს მოედანზე ეთამაშათ პრესინგი და ბოლოს, ისევე, როგორც ყველგან, ამ შემთხვევაშიც, მსაჯების სიმპათიები მასპინძლების მხარეს იყო აშკარად.
იხილეთ სტატისტიკა
საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 11 პასით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 14 ქულით გამოირჩა ზურაბ ჟღენტი, ნიკა მეცხვარიშვილმა 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ახლა, ½ ფინალში პორტუგალია-რუსეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები კიდევ, 2 მატჩს გამართავს ნახევარფინალში დამარცხებულ გუნდებთან 5-8 ადგილებისთვის. ქართველების მომდევნო მეტოქე 20 ივლისს, ბულგარეთის ნაკრები იქნება და ეს მატჩი თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.





ჩვენ








