4 ქულა, რომელის პრესტიჟის გამარჯვებამდე დაგვაკლდა
4 ქულა, რომელის პრესტიჟის გამარჯვებამდე დაგვაკლდა
22.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნითი, მე-7 ადგილისთვის მატჩი ისლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში 90-94 წააგო.


შეხვედრის პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 22-20 იგებდნენ. თუმცა მეორე მეოთხედში ისლანდიელებმა ტემპს და მიზანს უმატეს და 28-21 მოგებული ათწუთეულის შემდეგ დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ვითარება არ შეცვლილა არც მესამე მეოთხედში, რომელიც ჩრდილოელებმა 23-21 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები ბოლო პერიოდში ბევრს ეცადა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩვენებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ეს იყო და ეს.


საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი. 21 ქულა დააგროვა ლუკა მაზიაშვილმაც. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა რატი ანდრონიკაშილმა.


მატჩის სტატისტიკა


საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მომავალ წელსაც B დივიზიონში იასპარეზებს. ელიტაში თამაშის უფლება წლევანდელი B დივიზიონიდან კი პორტუგალიამ, ჩეხეთმა და ბელგიამ მოიპოვეს.