
1 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ½ ფინალები გაიმართება. იმერეთის 2 ქალაქში ქუთაისსა და ხონში, სამი ეროვნილი და ერთიც, ლიგა 3-ის გუნდი, მიმდინარე გათამაშების ფინალისტებს გამოავლენს.
ხონში, „იმერეთი" - „ჩუხურას", ხოლო ქუთაისში, „ტორპედო" - „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა, ფეხბურთის ფედერაციაში, დღეს გაიმართა. ტურნირის დებულების თანახმად, რანგით ქვედა ლიგელი ყოველთვის მასპინძლის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ, მექანიკურად, „იმერეთს" წილისყრამდევე 1, ან 3 ნომერი ჰქონდა მინიჭებული. პირველი მეწყვილეც, სწორედ ხონელებისთვის გაირკვა.
„როდესაც გუნდი, ნახევარფინალში ხვდება, ნიშნავს, რომ ძალას წარმოადგენს. ამიტომ, წყვილში, ხონის ამოსვლა დიდად გამიხარდათქო, ვერ ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, „იმერეთი" ფინალში, ადვილად არ გაგვატარებს. ასე, რომ ამ გუნდს პატივს ვცემთ და მათთან სათამაშოდ სერიოზულად მოვემზადებით. ამ ეტაპზე, „ჩიხურას" სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის თქმაც მიჭირს, 2017 წელს, ეროვნული ლიგა უფრო იქნება პრიორიტეტი, თუ თასის გათამაშება. ნოემბრამდე, კიდევ არის დრო და სათასო თამაშამდე, უფრო გამოჩნდება რა და როგორ იქნება. ფაქტია, ოროვე გათამაშებაში „ჩიხურა" მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება", - ამბობს სოსო ფრუიძე.
„სიმართლე გითხრთა, „იმერეთი" ვისაც არ უნდა შეხვედროდა სულ ერთი იყო. „ჩიხურაც", „ტორპედოცა" და „დინამოც", ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენზე ძლიერი გუნდებია. თუმცა, ალბათ, „დინამოსთან" დაპირისპირება უფრო იყო მისაღები, რადგან თბილისის კლუბი არის საქართველოში ნომერი პირველი თავისი სახელითა და წარსულით და მასთან, ერთხელ მაინც თამაშის სურვილი ნებისმიერ გუნდს აქვს. „იმერეთს", „დინამოსთან" ოფიციალური შეხვედრა არასდროს ჰქონია და ეს, იქნებოდა კარგი გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის. ბუნებრივია, არც „ჩიხურაა" მარტივი მეტოქე, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე, თავი არ შევირცხვინოთ. ნახევარფინალში წასაგებად, ნამდვილად არ გავალთა. სოსო ფრუიძეს კარგი გუნდი ჰყავს და შევეცდეით, სათანადოდ დავუდგეთ. ამ თამაშამდე 5 მატჩი მოვიგეთ, აქედან 3 თამაშში მეორე გუდად ვითვლებოდით. კი, „ნორჩ დინამოსთან" ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ამის ბრალი ალბათ, ის იყო, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს „იმერეთი" 10-მა კაცმა დატოვა. მოგვიწია ახალი ფეხბურთელების დამატება, ძირითადად 17-18 წლის ბავშვების. იმ შეხვედრაში, აქედან გამომდინარე, თბილისურ გუნდს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ½ ფინალში ჩვენ ვართ", - ამბობს დათო ჭელიძე, ხონის „იმერეთის" მთავარი მწვერთნელი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილები ცნობილია, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად შედგება „იმერეთისა" და „ჩიხურას" დაპირისპირება. ფედერაციაში აცხადებენ, რომ სათასო თამაშამდე, ხონის სტადიონს კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ინსპექტირება. თუმცა ეროვნული ლიგის მოასპარეზე გუნდი, უფლებას იტოვებს ხონელთათვის მისაღებ, მაგრამ არა ხონის სტადიონზე ჩატარდეს თამაში, მოედნის კონდიციიდან გამომდინარე. „იმ მინდორზე თამაში, უმაღლესი ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ალბათ, ¼ ფინალიც იმ სტადიონზე, იმიტომ გაიმართა, რომ „იმერეთიც" და „ნორჩი დინამოც", მესამე ლიგის გუნდები არიან, მათთვის ხონის სტადიონზე თამაში მისაღები იყო. ამდენად იმედს ვიტობეთ, რომ ნახევარფინალისთვის შეირჩევა ის სტადიონი, სადაც ეროვნული ლიგის თამაშები იმართება", - ამბობს სოსო ფრუიძე.
ხობის „იმერეთის" ხელმღვანელობაში აცხადებენ, რომ მათი გუნდის მშობლიურ ქალაქში თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ისინი, შეეცდებიან, დარჩენილ დროში, მაქსიმალურად მოახერხონ ადგილობრივი სტადიონის შესაბამის „კონდიციაში" მოყვანა. თუმცა, თუ სად გაიმართება ამ წყვილის დაპირისპირება, სავარაუდოდ მაინც, ოქტომბერში გაირკვევა, როდესაც, სფფ-დან ხონში, შესაბამისი სამსახურები სტადიონის ინსპეტქირებისთვის ჩავლენ.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში, „ტორპედო", ქუთაისშში „დინამოს თბილისს" უმასპინძლებს. 2017 წლის დარჩენილ საფეხბურთო სეზონში ქუთაისის „ტორპედოსა" და „დინამო თბილისს" სამჯერ მოუწევთ კიდევ დაპირისპირება. აქედან ერთი სათასო ნახევარფინალია, რომელსაც სპეციალისტები უკვე ფინალის ტოლფასად აფასებენ.
"შანსებზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ გუნდთან, რომელიც არ უნდა შეგვხვედროდა, შანსები 50:50-ზე იქნებოდა. მე "შევარდენთან" მატჩის მერეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ეს თასის გათამაშებაა, სადაც გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ერთ მატჩს ატარებენ და იმ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს თუ ეს ნახევარფინალია! ასე რომ, ყველა მეტოქისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით და მათ შორის, "დინამოსთვისაც". "დინამო" ძალიან კარგი გუნდია და ცხადია, მათთან რთულ შეხვედრას ველით. კარგია, რომ ქუთაისში, ჩვენს მოედანზე მოგვიწევს თამაში. ახლა სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის და ფინალში გასასვლელად მაქსიმუმი გავიღოთ" - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.
„როდესაც წყვილში ამოგდის „ტორპედო", ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს იქნება ფინალის ტოლფასი თამაში და შანსებიც ორივე გუნდს თანაბარი ექნება. ასე იყო ყოველთვის. ბუნებრივია, 1 ნოემბრამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, ეროვნული ლიგის დაახლოებით 7-8 თამაშია ჩასატარებელი. ამდენად, იმ დროისთვის, რომელი ფეხბურთელი, როგორ ფორმაში იქნება, ლაპარაკი ძალიან ადრეა. ისევე, როგორც სათასო შევხედრებში, ეროვნული ლიგის მატჩებშიც, ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელებზე. ასევე, იმაზე, ვინ, როგორ ფორმაში შეხვდება სათასო შეხვედრას. მოგეხსენებათ, „დინამო" თბილისში, ბევრი ტრავმირებულია. ამას გარდა, გუნდი არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ ხედავთ, რომ ბევრ ახალგაზრდას ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას. სისტემატურად წარმოებს მოლაპარაკებები „დინამოს" გაძლიერების თაობაზეც. ასე, რომ რა და როგორ იქნება, რა სახით წარდგება „დინამო" ქუთაისში სათასო მატჩზე, დრო გვანახებს. ბუნებრივია, გვესმის, რომ ქუთაისში, მაყურებლის ფაქტორსაც ექნება მნიშვნელობა, მაგრამ ფეხბურთი, უგულშემატკივროდ ცოდოა. ამიტომ, რა ჯობია, თუკი თამაშზე იქნება გულშემატკივარი, რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. თუმცა, „დინამოში" ჯერ ეროვნული ლიგაზე, „საბურთალოსთან" ზეგინდელ თამაშზე და კიდევ, ერთ კვირაში „ტორპედოსთან" გასვლით თამაშზე ვფიქრობთ და ვართ კონცენტრირებულები. „დინამოსთვის" ყველა თამაში ფინალია, ჩემპიონატისაც და სათასოც", -ამბობს კახა კაჭარავა, „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი.
ჯერ-ჯერობით, უცნობია, თუ სად გაიმართბე 2017 წლის საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი. ცნობილია, მხოლოდ, რომ ფინალურ ეტაპზე პირველი წყვილის გამარჯვებული იქნება, მეორე წყვილში გამარჯვებულის პირობით მასპინძელი. ასევე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, საქართველოს თასის გათამაშების მონაწილე გუნდები, ფინანსურადაც მოტივირებულები არიან, რაც სავარაუდოდ ბრძოლისუნარიანობასაც ზრდის. თითოეული გუნდს, ყოველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 10 000 ლარი ერიცხება. შესაბამისად ფინალისტებს - 40 000 ლარი, ხოლო თასის მფლობელი დამატებით კიდევ 60 000 ლარს მიიღებს.





ჩვენ








