„დინამო თბილისი“ ხვალ გამარჯვებისთვის გამოვა
„დინამო თბილისი“ ხვალ გამარჯვებისთვის გამოვა
24.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის წინ, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელმა ფელის ვისენტემ, მატჩისწინა პრესკონფერეციაზე განაცხადა, ის ფაქტი, როდესაც „გაბალამ", „დინამო თბილისი" ევროპა ლიგიდან გამოთიშა, დღეს ისტორიას ჩაბარდა და აღარაფერს არ ნიშნავს.


„შევეცდებით, რომ მოედანზე მოგებისთვის გამოვდეთ და კარგად ვითამაშოთ. შეხვედრა, კარგი შედეგით დავასრულოთ. თუმცა, არ ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ორი თამაშისგან შედგება და ერთ კვირაში, კიდევ ერთი მატჩი გველოდება. მიუხედავად ამისა, „დინამო თბილისი", ხვალ მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვა",  - ამბობს ფელის ვისენტე.




საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი", გაბალაში, დილით, „აირზენას" ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა და ქალაქიდან მოშორებით, 7 კილომეტრში დაბინავდა. დინამოელთა განცხადებით, ამ მომენტისთვის გუნდში არც ერთი ფეხბურთელი არაა ტრავმირებული და ხვალინდელ მატჩში, 100%-ით დაიხარჯებიან.


ისე, როგორც არასდროს, ამ ფორმაციის „დინამო თბილისში" ბოლო წლებში ყველაზე დიდი კონკურენციაა, რაც საბოლოოდ გუნდის წარმატების ხარისხს, ზრდის. თუ როგორ გამოიყენებენ ამას ფეხბურთელები, ეს უკვე უშუალოდ მათზეა დამოკიდებული. თუმცა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ვისენტეს, რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ, ქართული მედისთვის, მაინც მოუწია პასუხის გაცემა.

 



„ბუნებრივია აზაროვი კარგი ფეხბურთელია. გუნდში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე ის ამ ეტაპზე ჩვენთან ერთად არაა. თუმცა, მას ძალიან კარგი მომავალი აქვს და ბევრი საინტერესო სეზონი ელოდება წინ. აზაროვს, აუცილებლად ექნება მომავალში წინ თავისი საქმე.

 

ჩვენთან ერთად არის კარიკარი, რომელმაც შესაძლოა ხვალინდელ თამაშში მონაწილეობა მიიღოს.  მას ხვალინდელ თამაშში მიეცემა სათამაშო დრო, თუმცა ეს არ იქნება ის დრო, რაც სხვებს ექნებათ. ვიმედოვნებთ, რომ ფეხბურთელი, საბოლოოდ მალე გაივლის გუნდთან ადაპტაციის მომენტს და „დინამო თბილისს" გამოადგება", - ამბობს ფელის ვისენტე.




27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიგარი, რომელიც გუნდთან ერთად რამდენიმე ხანია ვარჯიშობს, „დინამო თბილისთან" ერთად გაბალაშია და დიდი ალბათობით, ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, თუ რა დროის მონაკვეთს გაატარებს მინდორზე ამის, შესახებ, უშუალოდ მატჩის წინ გვეცოდინება. ისევე, როგორც ის, თუ რომელი მეკარე დაიცავს დინამოელთა კარის ღირსება, ხოსე პერალესი, რომელიც მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე მედიას შეხვდა თუ სერგეი ლიტოვჩენკო. ფაქტია, რომ ორივე ქართველი მეკარე, ამ მომენტისათვის კარგ ფორმაშია.

 



„გაბალაში, ბიჭები ფსიქოლოგიურად  კარგ კონდიციაში ჩამოვედით. ამაზე, ჩვენი გუნდის მიერ საქართველოსა და „ევროპაზე" ჩატარებული თამაშებმა იმოქმედა. დაგვემატნენ კარგი ხარისხის ფეხბურთელები და ახლა გუნდს აქვს იმის ფუფუნება კონკრეტულ პოზიციებზე, კონკრეტული მოთამაშეები შეარჩიოს ცალკეული თამაშებისთვის.  ეს არის ამ მომენტში, ჩვენი გუნდის მოტივაცია და არა ის, ამ წყვილიდან გასვლის შემთხვევაში ვინ შეგვხდება. „ფეიენოორდზე" ჩვენ ამ ეტაპზე, საერთოდ არ ვფიქრობთ", - ამბობს ვისენტე.




გუნდში ჯერ არ საუბრობენ, ცოტა ხნის წინა „დინამო თბილისიდან"  ლევან შენგელიას ტრანსფერის თაობაზეც. დინამოელები ფეხბურთელზე, კონკრეტულ თამაშშიც დიდ იმედებს აკეთებენ და სჯერათ, რომ თბილისელებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს და რა იქნება მომავალში, ამას დრო უჩვენებს.  სხვათა შორის, ჩვენთან TSFF.GE-სთან საუბარში, რამდენჯერმე ანალოგიური განაცხადა თავად ფეხბურთელმაც.


საქართველოს ჩემპიონატზე წაუგებელი სერია და ანდორის „ენგორდანთან"  კარგი მატჩი, „დინამო თბილისს" კი აძლევს განწყობას, თუმცა გუნდში, მშვენივრად ესმით, რომ ეს ფსიქოლოგიური ფონი, კონკრეტული თამაშისთვის არის გამოსაყენებელი.  ასე, რომ ხვალ დინამოელები, გაბალა შეჰერ სტადიომზე კონკრეტული თამაშის ჩასატარებლად გამოვლენ.





„დინამო თბილისში" იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ „გაბალას" რიგები ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და წინა წლებთან შედარებით ჩვენს, ხვალინდელ მოწინააღმდეგეს, ფინანსურადაც არ აქვს ისეთი სტაბილური მდგომარეობა რაც ადრე, გუნდმა რიგები მისივე აკადემიის დამთავრებული ფეხბურთელებისგან შეავსო. ამ მომენტისთვის არის კარგად დაბალანსებული და თბილისელთა სამწვრთნელო შტაბზეც, გუნდის თამაშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


„დღევანდელი ტექნოლოგიების პერიოდში, ისევე ვიცით ბევრი რამე ამ გუნდზე, როგორც მათ ჩვენს შესახებ. სტანდარტულები არის მნიშვნელოვანი,  რასაც ხვალინდელ მატჩში ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვუფრთხილდეთ. ამას გარდა გუნდში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც ხვალ, შესაძლოა,  პრობლემები შეგვიქმნან", - ამბობს, ფელის ვისენტე.





მიუხედავად იმისა, რომ თამაში გაბალაშია, ქართულმა მედიამ წია-სამატჩო რაუნდი მოიგო, ვინაიდან, ადგილობრივი გუნდის მატჩისწინა პრესკონფერენციას ქართველებიც უფრო მეტნი ვესწრებოდით და აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელს, სენან ქურბანოვს შეკითხვებსაც ჩვენ ვუსვამდით. გავარკვიეთ, რომ ხვალინდელ მატჩში, მასპინძლები, სრწაფ „დინამოს" მოერიდებიან.


„ხვალ ჩვენ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ თამაშს ვატარებთ, საკმაოდ სერიოზულ კონკურენტთან, ქართულ გუნდთან „დინამო თბილისთან". ვეცდებით, საკუთარ კედლებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ.




„დინამო" ძლიერი და სწრაფი გუნდია და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა. საკუთარ ჩემპიონატზე გუნდმა რამდენიმე თამაშიანი წაუგებელი ციკლი ჩაატარა. ჩვენ ეს გავაანალიზეთ. ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც უშეცდომოთ უნდა ვითამაშოდ. ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ ლევან შენგელიას გამოვყოფდი თბილისელთა შემადგენლობიდან. მართალია, „დინამო" ამ მატჩისთვის ჩვენზე მეტადაა მზად, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ ჩვენც სერიოზულად მოვემზადეთ", - ამბობს გურბანოვი.




სხვათა შორის, არ შეიმჩნია თუ არ იცოდა მათი წარმომავლობის შესახებ, გურბანოვმა TSFF.GE- ს შეკითხვაზე, „გაბალაში" მყოფ ქართველ ლეგიონერებზე, აზერბაიჯანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ცოტა შეიცხადა გიგაური და ვოლკოვიო? შემდეგ კი აღნიშნა, რომ მათთვის ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ხვალინდელი მატჩისთვის ისინიც მზად არიან.


 

„დავით ვოლკოვი და მერაბ გიგაური, ის ფეხბურთელები არიან, რომლებისაც გვჯერა. ისინი ჩვენი წამყვანი მოთამაშეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი გუნდს ცოტა ხანია შემოუერთდა, გუნდთან ადაპტაცია მალე გაიარა. ვოლკოვი გუნდთან კარგა ხანია არის, და ტიტულის მოგებაშიც თავისი წვლილი აქვს შეტანილი", - ამბობს მამედოვი.


შეხვედრა „გაბალას" და „დინამო თბილისს" შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 დაიწყება.


შეხვედრას   შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 28 წლის ნიკოლას უელში გახლავთ. მას ასისტენტობას ალან მალვენი და ჯორდან სტოკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გავინ დანკანი იქნება.


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები