გაბალა უეფა-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადაა
გაბალა უეფა-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადაა
25.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად 8 საათში, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაცო ეტაპის ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართება. „გაბალა შეჰირ სთადიუმზე" ქართველი გულშემატკივარისთვის კარგად ნაცნობი „გაბალა", „დინამო თბილისს" უმასპინძლებს.


თამაშამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანულ ქალაქში, სადაც რამდენიმე წლის წინ, „დინამო თბილისს" არც თუ სასიამოვნო შეხვედრა მოუწყეს, ქართველებს, ადგილობრივი მაცხოვრებლები მეგობრულად დახვდნენ. საკმაოდ საინტერესო დეტალი, ქალაქში, რომელიც სსრკ-ს დროს რუსეთის სამხედრო ბაზას წარმოადგენდა და გამომდინარე აქედან, რუსული კვალი უნდა ემჩნეოდეს, აბსოლუტურად გაუცხოებულია რუსულ რეალობას. უფრო მეტიც,  ქალაქის მაცხოვრებლები (მათ შორის სასტუმროს მიმღებში სადაც ჩვენ ვართ) აქ, დამტვრეული ინგლისურით უფრო გაგაგებინებენ, ვიდრე რუსულად დაგელაპარაკებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადრინდელიდან გამომდინარე, რაიმე ექსცესებს ამ ჯერზე არ ელოდებიან.




თავად სტადიონი, რომელიც 5000-მდე მაყურებელს იტევს, დღევანდელი თამაშისთვის მზადაა. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც „გაბალას" წარმომადგენელმა ანარ ჰაჯიევმა მოგვაწოდა, გაყიდულია ყველა ბილეთი. ბილეთების ფასი 1 და 2 მანათი ღირდა, რაც ქართულ ლართან მიმართებაში 5 ლარამდე მერყეობს.


მატჩს, საქართველოდან წასული რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი დაესწრება. განსხვავებით წინა მატისგან, რომელშიც „გაბალა" „დინამო თბილისს" დაუპირისპირდა, მედიის ლოჟა, ვიპ-ლოჟის პარალელურად იქნება განლაგებული და ამით, ქართული და აზერბაიჯანელი მედიის უსაფრთხოება და სამუშაო პირობები მეტად დაცული.




ამას გარდა, „დინამო თბილისის" ორგანიზებით, გაბალაში, უშუალოდ თამაშის წინ 100-მდე ქომაგი ჩამოდის.


გავრცელებული ინფორმაციით, ვითომდა ქართველ გულშემატკივრებს საზღვარზე პრობლემა შეექმნათ და მათ არ უშვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენ „დინამო თბილისში" გადავამოწმეთ, სადაც ინფორმაცია ნაწილობრივი დაგვიდასტურეს. ამ მომენტისთვის, რამდენიმე გულშემატკივრის საბუთებთან დაკავშირებით იყო პრობლემები, თუმცა, საკითხი, გულშემატკივართა სასარგებლოდ გადაწყდება და ქართველი ქომაგებსაც, უშუალოდ თამაშს წინ,  ორგანიზებული წესით, „გაბალა შეჰირ სთადიუმზე" მოიყვანენ.


ამას გარდა, გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს, გაბალაში უეფა-ს ეგიდით ტარდება თამაში, ქალაქში, მატჩის შესახებ რაიმე სახის სარეკლამო მინიშნებას ვერ გადავაწყდით.



აქევ გთავაზობთ ამავე სტადიონზე 2015 წლის ივლისში გადაღებულ ფოტოს






თამარ ჯიშკარიანის ფოტოები