
რით უპასუხებს საჩხერის „ჩიხურა" ევროპული კლუბის ირონიას დღეს საღამოს, „დინამო არენაზე" გაირკვევა. გუშინ კი, საჩხერის „ჩიხურამ" უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის წინ, „დინამო არენაზე", მატჩის წინა ვარჯიში გამართა.
„აბერდინი" ძალიან მარალი დონის და დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. დაბალანსებული, მაგრამ ცხადია სუსტი წერტილები აქვს, რომლის გამოყენებას ვეცდებით. ყველაზე მეტად სტანდარტულ მდგომარეობებს ვუფრთხით, რადგან ბრიტანული გუნდია და ასეთივე სტილის ფეხბურთს თამაშობს. რატი არდაზიშვილს ტრავმა აქვს და ხვალ ვერ დაგვეხმარება, სხვა ფეხბურთელები კი თამაშს მოახერხებენ. ვეცდებით, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მიუხედავად იმისა, რომ „აბერდინი" ფავორიტია, ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ" - განაცხადა სოსო ფრუიძემ.
შეხვედრა, 20:45 საათზე დინამო არენაზე გაიმართება, ჩვენი მეტოქე შოტლანდიური „აბერდინი" იქნება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ Biletebi.ge-ზე და „დინამო არენა"-ს სალაროებში.
მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიური კლუბი, საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდა მედია აგდებულად საუბრობდ, უშუალოდ ქართულ კლუბზე და საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრობაზე. კერძოდ საუბარი და რიტორიკული კითხვები დაისვა იმის შესახებ, თუ რამდენი გულშემატკივარი მოვიდოდა სტადიონზე. სახელდებოდა ციფრიც, 400 თუ 500-იო.
გამომდინარე აქედან, საჩხერლები იმედოვნებენ, რომ დღეს, დინამო არენაზე, გულშემატკივარი სოლიდურად მივა და დედაქალაქი, ერთ-ერთი ლამაზი რეგიონის გუნდს, უქომაგოდ არ დატოვებს.





ჩვენ








