რომან ფიფია: დარწმუნებული ვარ, სახლში უკეთესი თამაში გველოდება
რომან ფიფია: დარწმუნებული ვარ, სახლში უკეთესი თამაში გველოდება
26.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, „დინამო თბილისმა" სტუმრად „გაბალა" ანგარიშით 0-2 დაამარცხა. გაბალაში, „დინამო თბილისის" თამაშს, კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ესწრებოდა, რომელმაც მარჩის შემდეგ ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

 

„კმაყოფილი ვარ, მთავარია მოვიგეთ. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი მშვიდად ჩატარდა. მშვენიერი თამაში იყო, კიდევ მინიმუმ 2 ან 3 გოლის გატანა შეგვეძლო. იმედი მაქვს, თბილისში უფრო კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და სტადიონი შეივსება.

 

დღესდღეობით, ჩისკოთი და ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ჩისკოს დრო მივეცი და რთული პერიოდი გადავლახეთ, მე ვფიქრობ დღეს გუნდი კიდევ გაახარებს ქართველ ქომაგებს. ამის შედეგი დღეს დადგა. დარწმუნებული ვარ, სახლში უკეთესი თამაში გველოდება.

 

ამ ეტაპზე ტრანსფერების თემა დახურულია. თუმცა, შესაძლოა შედგეს. ამ ეტაპზე კარიკარი მზად არაა 100%-ით. თუმცა, გამოავლენს შესაძლებლობებს. შენგელია მზად არ იყო, თუმცა მის წინააღმდეგ ძალიან მჭიდროდ მოქმედებდნენ. ფეხის მოქნევის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში ლევან შენგელიამ გუნდი დატოვოს. მასთან ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, მასთან კონტრაქტი 31 აგვისტოს სრულდება, მისი მომავალი უახლოეს სამ კვირაში გადაწყდება'', ამბობს რომან ფიფია.



„გაბალა" - „დინამო თბილისის" აზერბაიჯანულ შეხვედრას ქართული მედიის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელიც ქართული კლუბის ორგანიზებით ჩავიდა აზერბაიჯანში.


„გაბალა შეჰირ სთადიუმზე" მატჩს 112 დინამოელი ქომაგიც ესწრებოდა. ქართული მედიის ორგანიზებით, ისინი თბილისიდან 2 ავტობუსით ჩავიდნენ. ქალაქში მყოფი ფანები, რომლებიც მატჩამდე 3 საათით ადრე ჩავიდნენ და სტადიონთან მდებარე, ერთ-ერთ კაფეში „დაბანაკდნენ",  პირადად მოინახულა „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.


აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი, 1 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.