
საჩხერის „ჩიხურამ" 25 ივლისს, „დინამო არენაზე", შოტლანდიურ „აბერდინთან" ფრედ 1-1 ითამაშა. უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, „ჩიხურამ" ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით, გიორგი კორიფაძემ გახსნა 1-0.
„ერთადერთი, რისი წყალობითაც წარმატების მიღწევა შეგვეძლო, ბურთზე კონტროლი და მათ მიერ მოცემული სივრცეების გამოყენება იყო. ვფიქრობ, რომ რამდენიმე მომენტში ეს მოვახერხეთ და შეიძლებოდა, სხვა შედეგი დაფიქსირებულიყო. უნდა აღვნიშნო, რომ ფიზიკურად აშკარად დაგვჯაბნა მოწინააღმდეგემ. ზედმეტად დიდი ენერგია წაიღო ასეთმა ეპიზოდებმა", - ამბობს სოსო ფრუიძე, მატჩს დასრულების შემდეგ.

შეხვედრა მაღალ ტემპში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სიმწვავე უფრო საჩხერელთა შეტევებს ჰქონდა. სტუმრებმა წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინეს. ამ შემთხვევაშიც გოლი, „ჩიხურას" კარში 11-მეტრიანი დარტყმის შემდეგ გავიდა. ანგარიში, სემ კოსგრუვმა გაათანაბრა, 1-1. მატჩს მიწურულს საგოლე შანის გაუშვა ხელიდან მიხეილ ერგემლიძემ, რომელმაც მახვილი კუთხიდან, ბურთს მეკარეზე გადაგდება გადაწყვიტა.
„პენალტის ეპიზოდებზე სასაუბრო არაფერია, შეეძლო მსაჯს ორივე შემთხვევაში დანიშვნა და ასეც მოიქცა. უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ ჩვენ წინააღმდეგ თუ პენალტი იყო, მაშინ ბოლო წუთებზე ერგემლიძის ეპიზოდიც მოითხოვდა მეტ ყურადღებას.

ზოგადად თმაშს რაც შეეხება, ვეცადეთ, რომ მათი ფიზიკური ძალა და ორთაბრძოლებში უპირატესობა - ბურთის დაჭერით და ტექნიკური თამაშით გაგვენეიტრალებინა, რაც რაღაც დონეზე გამოგვივიდა კიდეც. თუმცა აბერდინელთა 16 ნომრის (სემ კოსგროუ) განეიტრალებას დიდი ძალა და ენერგია დავახარჯეთ.
ვფიქრობ შოტლანდიაში უფრო მოტივირებულები იქნებიან და სახლში მაყურებლის წინაშე უფრო შეგვიტევენ", - აღნიშნა სოსო ფრუიძემ.
„ჩიხურასა" და „აბერდინის" საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 1 აგვისტოს გაიმართება. ამ მატჩის წინ, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, „აბერდინს" უკეთესი პოზიცია აქვს. თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდს, ადრე საპირისპირო დაუმტკიცებია. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში სოსო ფრუიძის კოლექტივი ხორვატულ „რიეკას" დაუპირისპირდება.
„ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (74'), ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, ირაკლი ლექვთაძე (76'), მიხეილ ერგემლიძე, გიორგი კორიფაძე, ბესიკ დეკანოიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია
შეცვლა: 74' დემური ჩიხლაძე, 76' გიორგი ფანცულია
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლი: 41' გიორგი კორიფაძე
გაფრთხილება: 9' ირაკლი ლექვთაძე, 21' მიხეილ ერგემლიძე, 67' დავით მაისაშვილი,
მასალაში გამოყენებულია სკ "ჩიხურასა" და სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








