„დინამო თბილის“ – „გაბალას“ მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო
„დინამო თბილის“ – „გაბალას“ მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო
27.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

„დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. „დინამო თბილისი" აზერბაიჯანულ „გაბალას" უმასპინძლებს.


შეხვედრის ბილეთები „დინამო არენის" სალაროებში 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიყიდება.  ისევე, როგორც პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის დროს, ახლაც, ბილეთების ფასი 5 და 10 ლარი იქნება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი, პირველი ტაიმის ბოლომდე იმუშავებს.


SKY BOX- ის ბილეთებისთვის მიმართეთ „დინამო არენას" სალაროებს (ადგილის ფასი 25 ლარი).


ამ მომენტისთვის დაწყებულია ბილეთების ელექტრონული გაყიდვა და მათ შესაძენად უნდა მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: ბილეთები ელექტრონული ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, 1 აგვისტოს, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა, თან უნდა იქონიოს ბილეთის ამობეჭდილი ვერსია.


„დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ  გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის მე-10 და მე-17 სექტორებისა. შეგახსენებთ, რომ ეს არის სტუმარი და მასპინძელი გუნდების ფან-სექტორები და შესაბამისად, აღნიშნულ სექტორებში ბილეთები არ იყიდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ უეფა-ს 2019-2020 წლების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის, საშინაო თამაშის დროს, მე-17 სექტორში, წინა სეზონიდან გადმოყოლილი დისკვალიფიკაციის გამო, არ ისხდნენ „დინამო თბილისის" ფანები. თუმცა, „გაბალასთან" დაპირისპირებისას ეს სექტორი, კვლავ ხალხმრავალი იქნება.