„ჩიხურას“ მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემა

27.07.2019
ავტორი: თ.ჯ.
საფეხბურთო კლუბმა საჩხერის „ჩიხურამ" დღეს სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა.
„შოტლანდიის კლუბ „აბერდინისა" და საჩხერის „ჩიხურას„ შორის 1 აგვისტოს გასამართ გასვლით მატჩთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ:
კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ არხს მატჩის ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება და გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდის საშუალებით გადასცემს. (1tv.ge)".
1 აგვისტოს, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი, „აბედინი" - „ჩიხურას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.





ჩვენ








