
„დინამო თბილისის" ფანები ორი ავტობუსით, ქართული სპორტული მედიის 17-კაციანი ჯგუფი („დინამო თბილისის" ბრენდირებული მიკროავტობუსით, რომლითაც წლებია კლუბის პრეს-სამსახური ეროვნული ლიგის თამაშების გასაშუქებლად გადაადგილდება) და ბუნებრივია, უშუალოდ გუნდი, რომელიც აზერბაიჯანში „აირზენას" ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, უეფა-ს ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის „გაბალასა" და „დინამო თბილისს" შორის გამართული პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოში უპრობლემოდ დავბრუნდით.
ვებ-გვერდის TSFF.GE-ს წარმომადგენელი, ბოლო იყო, საერთო ჯამში, დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფიდან, რომელმაც დილის 5 საათზე ბოლომ გადმოკვეთა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი.

აქვე დავძენთ, რომ 2 დღის მანძილზე, ბრენდირებული მიკროავტობუსით და „დინამო თბილისის" ასევე ბრენდირებული ფან-ატრიბუტიკით, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ქართველი ჟურნალისტები და თამაში დღეს უკვე ქართველი ფანებიც უპრობლემოდ გადავადგილდებოდით და ჩვენს მიმართ, არანაირი აგრესია არ ყოფილა გამოუხატავთ.
აბსოლუტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა „გაბალა"- „დინამო თბილისის" შეხვედრამაც. არც თამაშის დაწყებამდე არც თამაშის მსვლელობისას - 95 წუთის მანძილზე და აღარც თამაშის დასრულების შემდეგ, არც მასპინძელთაგან და არც სტუმართა მხრიდან, არ გამოფენილა პროვოკაციული შინაარსის ბანერები.

პირველი ტაიმის დროს, მაშ შემდეგ რაც ქართველმა გულშემატკივარმა დაიწყო ტრადიციული სკანდირება „აფხაზეთი საქართველოა" ქართველი ეროვნების, კლუბთან და საფეხბურთო წრეებთან არაასოცირებული წარმომადგენლისგან იყო მცდელობა, „ელიტა"- სათვის რამდენჯერმე „ერჩია" რომ აღნიშნული სკანდირება, არაფრის მომტანი იყო და აღარ ეყვირათ. თუმცა, თბილისელთა ფან-სექტორისგან მიღებული კატეგორიული უარის შემდეგ, აღნიშნულ პიროვნებას მეტი მცდელობა აღარ ჰქონია.
მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისის" ფანებმა ტრიბუნა, როგორც ამას ყველა გასვლითი თამაშის შემდეგ აკეთებენ, ამჯერადაც დაალაგეს და „გაბალა შეჰირ სთადიუმი" ასე დატოვეს.


აღნიშნული სტატუსის დაწერა, მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც დღეს, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" გაბალაში მომხდარი, რაიმე ინციდენტის უარმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა:

აქვე გთავაზობთ 2015 წელს, „გაბალა"-„დინამო თბილისის" მატჩის შემდგომ მომზადებულ ჩვენს მასალას, რომლიდან ამოგლეჯილი ფოტოები და კონტაქტს აცდენილი ფრაზები, რატომღაც დღეს, ვითომდა 2019 წლის 25 ივლისს მომხდარი ისე გავრცელდა.
თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








