
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2018 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეეცდება ჰამბურგის ღია პირველობის მოსაგებად იბრძოლოს და რაც მთავარია, მოქმედი გამარჯვებულის რანგში, ტიტული დაიცვას. ATP-ის 500-იანი ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი, €1,718,170 შეადგენს. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება და ბასილაშვილი, რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომლმაც თავის მხრივ ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა 4-6/ 7-5 / 6-1 დაამარცხა.
დღეს კი, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ურთულესი ½ ფინალში, გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევი 6-4/4-6/7-6 დაამარცხა. დაპირისპირების დროს რომელმაც 3 საათსა და 10 წუთს გასტანა და მაშინ, როდესაც ბევრს ბრძოლა წაგებული ეგონა, ნიკამ მესამე სეტში ორი მატჩ-პოინტი მოიგერია და ტაი-ბრეიკი ანგარიშიდან 2-5, სათავისოდ შემოატრიალა.
აღსანიშნავია, რომ რთულ მომენტებშიც კი, ბასილაშვილი თამაშის აგრესიულ სტილს მიმართავდა და ამით, აიძულებდა მეტოქეს შეცდომები დაეშვა. ამან კი საბოლოოდ, შედეგი გამოიღო.
კიდევ ერთ დეტალი, ქართველმა თავის კარიერაში მეოთხედ მოახერხა ATP-ის რეიტინგის ათეულში შემავალი მეტოქის დამარცხება. ამასთან, დღევანდელი გამარჯვებით, ბასილაშვლმა ზვერევთან პირადი ანგარიში გაათანაბრდა. სპორტსმენები მეორე შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა ანგარიში 1-1 არის.
„აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი. მე ამის გაკეთება შევძელი წინა დღით და ვიფიქრე, გავიმეორებდი იმავეს. ახლოსაც ვიყავი ამასთან. მაყურებლისთვის კარგი ატმოსფერო და სანახაობა იყო, მაგრამ ის, ახლა ფინალშია და მე წავაგე. ასე, რომ ეს არ არის კარგი გრძნობა", - ამბობს ზვერევი მატჩის შემდეგ.
მნიშვნელოვანი დეტალი, ბასილაშვილმა 20 ბრეიკიდან მატჩის დროს 16-ის გადარჩენა მოახერხა.
„ემოციური და დამღლელი მატჩი გამოდგა, ბევრი წარმატებული მომენტი და ჩავარდნაც. დიდი იყო ზეწოლაც. მიხარია, რომ დაძაბულ მომენტებს გავუმკლავდი და ფინალში გავედი. შარშან, ჩემპიონი გავხდი და ვეცდები, ხვალ ტიტული დავიცვა. ახლა ცოტას დავისვენებ და შემდეგ ფინალისთვის მზადებას დავიწყებ", - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალის შემდეგ.
ჩოგბურთელები, ჰამბურგის ტურნირამდე, ერთმანეთს, 2018 წელს, შანხაის მასტერსის 1/16 ფინალში შეხვდნენ და მაშინ ალექსანდრ ზვერევმა 7-5/ 6-4 გაიმარჯვა.
ფოტო: www.atptour.com





ჩვენ








