ბაადურ ჯობავა ტურნირს გამოეთიშა
ბაადურ ჯობავა ტურნირს გამოეთიშა
15.09.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე

ბაადურ ჯობავასთვს თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება სამწუხაროდ დასრულდა. ქართველი დიდოსტატი მეოთხედფინალურ ეტაზე ვეღარ გადავიდა.  დამატებით ტაი-ბრეიქში, რომელიც 25 წუთიანი პარტიებისგან შედგებოდა, ქართველმა ამერიკელ უესლი სოსთან 0,5:1,5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მიმდინარე ჩემპიონათში ლიდერობენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც მეოთხედფინალში 2 მოთამაშით არიან წარმოდგენილი.

მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ერთმანეთს შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან:

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – მაქსიმ ვაშიე ლაგრავი (საფრანგეთი)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) – ლევონ არონიანი (სომხეთი)

უესლი სო (აშშ) – ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი)

რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) – დინგ ლირენი (ჩინეთი)