მეორე მედალი ზაგრებში
მეორე მედალი ზაგრებში
27.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

ხორვატიაში მიმდინარე ზაგრები გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა ძიუდოისტება კიდევ ერთ მედალი მოიპოვეს. ცოტა ხნის წინ, ტატო გრიგალაშვილმი (-81კგ), ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

თუმცა, ერთი დღით ადრე, ქართველი ძიუდოისტების სათვალავში, პირველი მედალი გოგონებმა ჩადეს. 57 კგ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა 1/2 ფინალი იაპონელ ტამაოკისთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი, კორეელი კიმი დაამარცხა. რომელსაც,  ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი, იპონზე დააგდო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

ამავე დღეს, ზაგრების გრან პრის გათამაშებაზე ვაჟთა შორის 60 კგ. წონაში მოჭიდავე თემურ ნოზაძემ რეპეშაჟში მონღოლ ენხატაივანთან წააგო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა. ისევე როგორც გოგონათა შორის, 52კგ-ში მოასპარეზე -52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა.

ზარების გრან პრი 26-28 ივლისის ჩათვლით იმართება. ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 14 სპორტსმენით მონაწილეობს. მამაკაცები:

-60კგ - თემურ ნოზაძე

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი

-100კგ - ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური

+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები:

-48კგ - ნატალია ყიფშიძე

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი

-70კგ - მარიამ ჭანტურია

+78კგ - სოფიო სომხიშვილი