წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
26.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

წყალბურთში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის" გვერდმა სოციალურ ქსელებში, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული კლუბი  ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ითამაშებს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც,  ,,დინამო თბილისი'' ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, ევროპის „ტოპ 16" გუნდს შორის იასპარეზებს.

წყალბურთელთა კლუბს ამ უფლების მოპოვებაში აქტიურად ეხმარებოდა საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია.