
გენუაში მიმდინარე პარაძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ საქართველოს წარმომადგენლები. 27 ივლისს, ქართველმა სპორტსმენებმა კვლავ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს.
ჩვენმა პარაძიუდოისტებმა, ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში ამ დღეს, ერთი ოქროს და ერთიც ვერცხლის მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან მარკოიშვილის ინფორმაციით,+100კგ.წონით კატეგორიის ფინალში, რევაზ ჩიკოიძემ, აზერბაიჯანელი მეტოქე, ტიტულოვანი ილჰამ ზაკიევი დაამარცხა და ოქროს მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრების უძლეველ ფალავანს, ზვიად გოგოჭურს კი, ფინალურ ბრძოლაში ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ის ფინალში, რუს აბდულა კურამაგოვედოვთან დამარცხდა.
იტალიაში მიმდინარე, ევროპის ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღეს, 26 ივლისს, ქართველებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვეს. ზურაბ ზურაბიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ევროპის ჩემპიონატი 28 ივლისს დასრულდება. ჩვენი ნაკრები გუნდურ შეჯიბრშიც იასპარეზებს. სამშობლოში კი, ქართველი პარაძიუდოისტები 29 ივლისს დაბრუნდებიან.
ევრო 2019-სთვის საქართველოს ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა ამირან მარკოიშვილმა და მწვრთნელმა ბესიკ რაჯებაშვილმა მოამზადეს. ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით, ქართველებმა ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოპოვება შეძლეს.





ჩვენ








