
ხორვატიაში მიმდინარე ზაგრები გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა ძიუდოისტება მორიგი მედლები მოიპოვეს. -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ბექა ღვინიაშვილმა, ფინალში ახალგაზრდა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და კარიერაში მეექვსედ მოიპოვა გრანპრის ოქრო.
ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ლაცკოვიჩი დაამარცხა, შემდეგ კი, საბიროვს სძლია. ¼ ფინალში, იაპონელი ნაგასავას ტრავმის გამო არ გამოცხადდა და გამარჯვება ბექას ჩაეთვალა, რის შემდეგაც, იგი უნგრელ ტოსსაც გაუმკლავდა და ფინალში 18 წლის მურაოს შეხვდა.
ამავე ტურნირზე ფინალშია და ოქროსთვის იჭიდავა გელა ზაალიშვილიც (+100 კგ.). ფინალურ შეხვედრაში გელა ზაალიშვილის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი, ჰისაოში ჰარავსა იყო. ქართველმა ფალავანმა გამარჯვება ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთით მოიპოვა. ლევან მატიაშვილი კი მძიმე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მანამდე, ზაგრების ტურნირზე ქართველებმა კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს: ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ზაგრების გრან პრიზზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ძიუდოისტების სათვალავში, პირველი მედალი გოგონებმა ჩადეს. 57 კგ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა 1/2 ფინალი იაპონელ ტამაოკისთან დათმო.
საერთო ჯამში, ზაგრების გრანპრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქრო: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).
ბრინჯაო: ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლევან მატიაშვილი (+100კგ)





ჩვენ








