პაპუნას ძველმა ტრავმამ თავი შეახსენა
პაპუნას ძველმა ტრავმამ თავი შეახსენა
30.07.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

ლა ლიგას დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, ძველმა ტრავმამ თავი შეახსენა გიორგი პაპუნაშვილს. მორიგი ამხანაგურ მატჩამდე, რომელიც ხვალ 31 ივლისს „სარაგოსა" სტუმრად ერთ-ერთ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს „კალაორასთან", გიორგი პაპუნაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.


რამდენიმე წუთის წინ „სარაგოსას" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ:  „პაპუმ კოჭის ტკივილის გამო, დილის სავარჯიშო სესია ვერ დაასრულა. მიზეზი,  რომლის გამოც „სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა დილის ვარჯიში ბოლომდე ვერ მიიყვანა, მარცხენა ფეხის კოჭის არეში დაწყებული ტკივილი გახდა. ქართველი ფეხბურთელი უახლოესი დღეების განმავლობაში გააგრძელებს სამედიცინო და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას, და ასევე გაივლის დამატებით ტესტს-შემოწმებას, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე", -  ნათქვამია „სარაგოსას" ოფიციალური ვებ-გვერდის სტატიაში.


ჩვენი გვერდი დაუკავშირდა ფეხბურთელს, რომელმაც აღნიშნა, რომ კოჭი, რომელიც მას ადრეც აწუხებდა კვლავ გაუღიზიანდა. თუ როდიდან გააგრძელებს ქართველი გუნდთან ერთად ვარჯიშს, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ესპანური სეგუნდა დივიზიონი კი სტარტს 17 აგვისტოდან აიღებს.