„ტორპედომ“ და „სამტრედიამ“ 3-3 ქულა ჩაიწერეს
„ტორპედომ“ და „სამტრედიამ“ 3-3 ქულა ჩაიწერეს
17.09.2017
ავტორი:

ეროვნული ლიგის 26 ტურში, სამი შეხვედრა გაიმართება. საჩხერეში „ჩიხურა" , „კოლხეთი 1913"-ს დაუპირისპირდება, ქობულეთის „შუქურა" ბათუმი რაგბი არენაზე გორის „დილას" შეხვდება, ხოლო თბილისში, „დინამო არენაზე" , თბილისური დერბი გაიმართება. „დინამო თბილისი", რომელიც მორიგი ტრანსფერების შემდეგ, მესამე თამაშია, ცდილობს გამიართოს, „საბურთალოს" უმასპინძლებს. „საბურთალო" კი, ბოლო თამაშებია, საკმაოდ დალაგებულ და გუნდურ ფეხბურთს გვთავაზობს და ამ კუთხით, მეტოქეებისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენს. 26-ე ტურის მატჩში, საბურთალოელთა შორის, ალბათ, ისევე როგორც სხვა მატჩებში სერიოზული თავსატეხი, ყოფილი დინამოელი დავით ვოლკოვიც იქნება. ფაქტია, რომ საქართველოს ყველაზე ტუტულოვან გუნდთან, ყველაზე თავდადებულები, სწორედ, ამ გუნდის ყოფილი წევრები არიან ხოლმე და კიდევ გუნდები, რომლებიც „დინამოსთან" მოსაგებად, ძალების სრულ მობილიზებას ახდნენ, შემდეგ კი წარუმატებლობის 3-4 თამაშიანი ციკლი ეწყებათ ხოლმე.

ამ ტურის, პირველი თამაშები კი შაბათს გაიმართა. ბათუმში, რაგბი არენაზე, დინამოელებმა ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 0-5 დამარცხდნენ. პირველი გოლი, ქუთაისელებმა, მე-14 წუთზე გაიტანეს. გიორგი ქიმაძეს მხარი  8 წუთში ბექა ტუღუშმა აუბა. 35-ე წუთზე, საჯარიმოში თორნიკე კაპანაძის წაქცევის გამო, ჯენერი ხორავამ ბათუმელების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ ზუსტად გამოიყენა.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა, მხოლოდ 83-ე წუთზე, ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მოახერხეს გოლის გატანა. გოლი, რომელიც ვლადიმერ კორობკომ გაიტანა, მისი სადებიუტო იყო „ტორპედოს" რიგებში. აღსანიშნავია, რომ ამ ტაიმში, ბათუმელებმა გაიხსენეს, რომ სახლში თამაშობდნენ და სტუმრებს, საკუთარი თამაშიც შესთავაზეს, თუმცა სამმბურთიანი უპირატესობის დასაძლევად ეს, არ აღმოჩნდა საკმარისი. მითუმეტეს, თავად გოლი ვერ გაჰქონდათ. მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ბოლო შეტების დროს, 88-ე წუთზე, ბექა ტუღუშმა დუბლი გაიფორმა. ახლა ქუთაისის „ტორპედოს" 51 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერთან, „დინამო თბილისთან" სხვაობა, კვლავ 6 ქულამდე შეამცირა.

მომდევნო ტურში, ქუთაისის „ტორპედო" სწორედ, „დინამო თბილისს" უმასპინძლებს. მატჩი, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე 24 სექტემბერს გაიმართება.

6 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერს და მთავარ იმერულ კუბთან თანაბარი ქულები აქვს სამტრედიის „სამტრედიასაც". სამტრედიელებმა 26-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს" უმასპინძლეს.  გიორგი დევდარიანის გუნდი, მოქმედ ჩემპიონთან ანგარიშით 2-1 დამარცხდა.

„ლოკომოტივს" ამ შეხვედრაში ირაკლი კომახიძე და მამია გავაშელიშვილი ტრავმების გამო აკლდა. სამტრედიელებს ბალდე. შეხვდერის პირველი ტაიმი საერთო ჯამში, თბილისელთა კარნახით და უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნაც სტუმრებს შეეძლოთ. გიორგი გოროზიამ, შეხვედრის 23-ე წუთზე, სიხარულიძეთან ორსვლიანი კომბინაციის კარგად დასრულება ვერ მოახერხა. მისი დარტმული დიდი მანძილით ასცდა ომარ მიგინეიშვილის კარს. კიდევ რამდენიმე წუთში, უკვე თავად ირაკლი სიხარულიძეს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა 41-ე წუთზე, სიხარულიძის თავური დარტმა მიგინეიშვილმა მოიგერია. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსები ჰქონდათ სამტრედიელებსაც.  ჯერ, 39-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძის შორეული დარტყმის, ხოლო შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე, გიული მანჯგალაძის საჯარიმოს მოგერიება უკვე ლოკომოტიველთა მეკარის,  რევაზ თევდორაძის აქტივშია.   

მეორე ტაიმი, მასპინძელთა მოულოდნელი გოლით დაიწყო. ანტე გიი, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო სამტრედიელთა შორის, ტაიმის დებიუტშივე ახერხებს გოლის გატანას. „ლოკომოტივმა" მხოლოდ 68-ე წუთზე შესძლო წონასწორობის აღგდენა. გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს, სიხარულიძის მე-20 გოლია და ის, ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.

 ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი გოლის გატანა ყრუაშვილის მიერ, მატჩის კომპენსირებულ დროში მოხერხდა. „3-ქულიანი" გოლი, „სამტრედიის" ლეგიონერის, გიი-ს ანგარიშზეა  2-1. ამ შეხვედრაშიც გამარჯვება და 3 ქულა, იმერლებმა ჩაიწერეს.