
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო", ორი შეხვედრის ჯამში, ზაგრების „დინამოსთან" 5-0 დამარცხდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, მხოლოდ პირველი ტაიმის შუაწელში და ისიც, რამდენიმე წუთი გამოიყურებოდა კარგად, თუმცა, ამ მომენტშიც, თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
შესაძლოა, პირველ ტაიმში ოგნიენ როლოვიჩსა და გიორგი გაბედავას, რომ მოეხერხებინათ საგოლე მომენტების გამოყენება, თამაში სხვა კალაპოტში გაგრძელებულიყო. თუმცა, ფეხბურთში, „შესაძლოა" არ ითვლება და ეს, კარგად გამოიყენეს ხორვატებმა. თბილისური მატჩის მსგავსად, საპასუხო შეხვედრაშიც, ზაგრების „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელისამ, „საბურთალოს" ამ მონაკვეთში, თამაშის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში, ხორვატთა შეტევების დროს, ჭიაბრიშვილს დაცვაში, „დიდი ავტობუსი" ჰყავდა ჩაყენებული. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველთა გუნდი, იმ „მომენტს" ელოდა, რომლითაც მაგალითად, საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშების დროს, ხშირად შეხვედრა სასურველ შედეგამდე მიუყვანიათ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს „მომენტებიც" პირველ ტამში როლოვიჩმა და გაბედავამ გაანიავეს.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში, დღესაც, „საბურთალოს" შემადგენლობაში ნიკა მალი გამოირჩეოდა. ახალგზარდა, ფეხბურთელი, რომელსაც ბევრ იმედებს უკავშირებენ, როგორც ჩანს შედის სასურველ ფორმაში. თუკი, რა თქმა უნდა, დღეს „დინამოსთან" მიღებული ტრავმა, არ აღმოჩნდება სერიოზული. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრას, დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი კოხრეიძე აკლდა. ამას გარდა, ჭიაბრიშვილს, ძირითად შემადგენლობაში, საერთო ჯამში, 6 ფეხბურთელის ჩანაცვლება მოუხდა. დღეს, საბურთალოელთა შორის არ იყვნენ, გონსალვეში, შინდაგორიძე, ტერა. თბილისელთა კარს არ იცავდა არც ომარ მიგინეიშვილი. გუნდის ძირითად მეკარედ, დიდი ალბათობით, ლაზარე კუპატაძე საბოლოოდ დაბრუნდა.
თუმცა, თითქმის მთელი სეზონი, უთამაშებელი მეკარის ბრალი 3 გაშვებული გოლიდან, რომელიმე ნაკლებად იყო. ისევე, როგორც განსაკუთრებით, უეფა-ს საკვალიფიკაციო ეტაპების მატჩებში, ახლაც, საბურთალოელთა სუსტი წერტილი დაცვის ხაზი იყო. ისევე, როგორც წინა თამაშებში, რიგ მომენტებში შეუთანხმებელმა თამაში, გაუთვლელი გადაცემები, ქვეყნის ჩემპიონს ტურნირის დატოვებად დაუჯდა. ბუნებრივია, გიორგი ჭიაბრიშვილს, ამ კუთხით გუნდთან დიდი სამუშაო ელოდება, ჯერ უეფა-ს ევროპა ლიგაზე თავის გასატანად, შემდეგ კი, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე თავის დასაცავად. მითუმეტეს, რომ ზაგრების არა, მაგრამ თბილისის და ბათუმის დინამოელები სეზონის დასაწყისთან შედარებით, კიდევ უფრო გაძლიერდნენ.

და კვლავ, ისევე როგორც თბილისში, ზაგრებშიც, მხოლოდ, ცარიელი ტრიბუნების წინ „დინამომ" კარგად გამოიყენა თბილისელთა დაცვის შეცდომები. 77-ე წუთზე, ორსიჩმა, აბსოლუტურად მშვიდად აუარა გვერდი საბურთალოელებს (ბოლოს, კაკუბავას, გაუტარა ფეხებშუა ბურთი), აუღელვებლად გადააგზავნა კუპატაძის კარში და ანგარიში გახსნა 1-0. ზუსტად 11 წუთში, პეტკოვიჩმა, რეხვიაშვილის „გასწორებული" ბურთი მოირგო და ანგარიში 2-მდე გაზარდა. საბურთალოელებისთვის „საყვარელ", მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კი, დანი ოლმომ ანგარიში სამამდე გაზარდა.
ბუნებრივია, ამ მარცხის მიუხედავად, „საბურთალო" ევროტურნირებს არ ეთიშება და 8 და 15 აგვისტოს „არარატ-არმენიას" წინააღმდეგ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, უკვე ევროპა ლიგის ტურნირზე. თუმცა, ეს დაპირისპირება, მითუმეტეს, 4-დან 3 შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ და გუნდში, თითქმის მოშლილი დაცვის ხაზის ფონზე, საკმაოდ რთულად გასაკეთებელი უნდა იყოს. თუმცა, შეუძლებელი არაფერია და „საბურთალოსაც" არაერთხელ გამოუჩენია ხასიათი. ასე, რომ შენიშვნებისთვის ენის არ შემობრუნება, ჩვენის აზრით უფრო დათვური საქციელია. შენიშვნების თქმა და მათი მიღება და გაანალიზება კი, ისევ გუნდს წაადგება. აქ, არაფერ შუაში არაა არც 38 მლნ-ანი ბიუჯეტი, რადგან ელემენტარული შეთამაშება გუნდში, ბიუჯეტის დათვლის სპეციფიკას სცდება. მითუმეტეს მაშინ, როცა გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ქვეყანაში საუკეთესო, ამ შემადგენლობითაც კი.
საბურთალო: ლაზარე კუპატაძე, ნიკა მალი (59'), გაგი მარგველაშვილი, გიორგი გაბედავა, გრიგოლ ჩაბრაძე (69'), დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი (61')
შეცვლა: 59' იური ტაბატაძე, 61' გიორგი დიასამიძე, 69' გიორგი ჯინჯოლავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: 41' დაჩი ცნობილძე
სტატიაში გამოყენებულია ზაგრების "დინამოს" ფოტო-მასალა





ჩვენ








