„აბერდინთან“ სათამაშოდ „ჩიხურა“ 29 ივლისიდან შოტლანდიაშია
„აბერდინთან“ სათამაშოდ „ჩიხურა“ 29 ივლისიდან შოტლანდიაშია
31.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საჩხერის „ჩიხურა" უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრისთვის მეორე დღეა შოტლანდიის ქალაქ აბერდინში ემზადება. საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვედრის ცნობით, „საჩხერლები შოტლანდიას 29 ივლისს ესტუმრნენ და სასტუმრო Jurys Inn- ში დაბინავდნენ".

ამავე გვერდის ინფორმაციით „ჩიხურა" აბერდინში მატჩამდე სამდღიან შეკრებას გაივლის და დღეს, მატჩისწინა ვარჯიშს Pittodrie Stadium-ზე გამართავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, საჩხერის „ჩიხურა", „აბერდინთან" მზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას, სფფ-ს უხდის.

შოტლანდიაში, სოსო ფრუიძეს 18-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი; ზურა მწყერაშვილი

მცველები: ირაკლი კამლაძე; ოლეგ მამასახლისი; დავით მაისაშვილი; გიორგი კორიფაძე; ლაშა ჩიკვაიძე; დავით მეგრელიშვილი; შოთა კაშია

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი; თემო მარკოზაშვილი; ირაკლი ლექვთაძე; მიშკა სარდალიშვილი; დემიკო ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი

თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე; გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი თბილისში, „დინამო არენაზე" „ჩიხურასა" და „აბერდინს" შორის , ფრედ 1-1 დასრულდა.

საპასუხო მატჩი კი, აბერდინში, 1 აგვისტოს გაიმართება.