„ტორპედომ“ რიგები შეავსო
„ტორპედომ“ რიგები შეავსო
31.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

რამდენიმე დღეში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. ეროვნული ლიგის თამაშები 3 და 4 აგვისტოს გაიმართება. თუმცა, ცნობილია, რომ ჩანიშნული 5 მატჩიდან, ორი, „ჩიხურასა" და „საბურთალოს" მონაწილეობით სამომავლოდ არის გადადებული. ამის მიზეზი კლუბების უეფა-ს ევროტურნირებში მონაწილეობა სახელდება. რთული კალენდრის გამო, "საბურთალომ" "ტორპედოს" მატჩის გადადების თხოვნით მიმართა.


ეროვნული ლიგის განახლებამდე, ქუთაისის „ტორპედომ", რომელიც უეფა-ს ევროტურნირებს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გამოეთიშა, მთლიანად ეროვნული ლიგის გათამაშებაზე გადაერთო. ტორპედოელებმა 30 ივლისს ამხანაგური შეხვედრა გამართეს წყალტუბოში „სამგურალთან" და ანგარიშით 3-1 გაიმარჯვეს.


ამ მატჩში, „ტორპედოს" შემადგენლობიდან დუბლი გაიფორმა დავით იონანიძემ, ერთი გოლი კი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა. „ტორპედოს" შემადგენლობაში დღეს რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა. ჩვენი გუნდის შემადგენლობას ლევან შოვნაძე, გიორგი კიკნაძე, ლუკა კობერიძე, რაფაელ ჩუკვურა და ნიკა ქორიძე გააძლიერებენ. აღსანიშნავია, რომ 21 წლის მეკარე ლევან შოვნაძე "ტორპედოს" ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა.


ეროვნული ლიგის განახლებამდე, მას შემდეგ, რაც კლუბი ძირითადმა ფეხბურთელებმა დატოვეს (ცინცაძის შემდეგ, გუნდიდან მაქსიმე ქვილითაიაც წავიდა), „ტორპედოს" საკუთარ სოციალურ ქსელში შევსების შესახებ დააანონსა.


2019 წლის სეზონზე, „ტორპედოში" ითამაშებენ:  გიორგი კიკნაძე, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, „ტორპედოში" „ცხინვალიდან" გადავიდა. „ცხინვალში" კიკნაძე 2018 წელს გადაბარგდა, მანამდე კი 6 წელი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ლუკა კობერიძის ბოლო კლუბი უკრაინული „მეტალისტია". 24 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან უკრაინაში თამაშობდა - ჯერ იყო "დესნაში", შემდეგ - „მეტალისტში". 24 წლის ნახევარმცველი ნიკა ქორიძე „ტორპედომ" „გაგრადან" დაიმატა, სადაც ის წელს იტალიური „რეჯანადან" გადავიდა.


„ტორპედოში" ითამაშებს 27 წლის ნიგერიელი ნახევარმცველ რაფაელ ჩუკვურას. ის, თბილისის "მერანში" წელს რუსთავიდან გადავიდა და 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.


„ტორპედოს" ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა ნიკოლა სტიეპოვიჩმაც.


ტორპედოელებმა ვარჯიში 22 ივლისიდან განაახლეს და „სამგურალის" გარდა, კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს „სამტრედიასთან", რომელიც 4-0 დაამარცხეს.