
საქართველოს 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. ჩემპიონატს, თბილისის სპორტის სასახლე 3-11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და შვეიცარია იქნებიან. საწყისს შეხვედრას, ქართველი გოგონები ლიეტუვასთან, 3 აგვისტოს გამართავენ. გთავაზობთ, ჩვენი ნაკრების თამაშების განრიგს.
3 აგვისტო: 16:30 ლიეტუვა - საქართველო
4 აგვისტო: 16:00 საქართველო - ფინეთი
5 აგვისტო: 16:00 საქართველო - ლატვია
8 აგვისტო: 16:00 შვეიცარია - საქართველო
ჯგუფში, 1 და 2 ადგილზე გასული გუნდები 10 აგვისტოს ½ ფინალურ შეხვედრას A ჯგუფს საუკეთესო 2 გუნდთან გაითამაშებენ. 11 აგვისტოს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.
A ჯგუფში, სერბეთის, უკრაინის, ფარერების კუნძულების, ბულგარეთისა და საბერძნეთის 17-წლამდე გოგონათა გუნდები დაწყვილდნენ.
სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე დასწრება თავისუფალია. 3 აგვიტოს, 16:00 საათზე ტურნირის საზეიმოდ გაიხსნება.
ცოტა რამ ჩვენი გუნდის შესახებ
საქართველოს ხელბურთელთა 17-წლამდე ნაკრები შეჯიბრებისთვის მზადებას 28 ივლისიდან შეუდგა. აღსანიშნავია, რომ შეკრებამდე, ჩვენი გუნდი, კლაიპედაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ზედა ასაკობრივი კატეგორიის, 19-წლამდე ანალოგიურ შეჯიბრებაში. კლაიპედაში მოგებულმა თამაშმა კოსოვოს საკმაოდ ძლიერ გუნდთან კი გოგონებს თავდაჯერებაც გაუორმაგა. ამ შეჯიბრებაში, ჩვენი ნაკრების 16 ხელბურთელიდან 13, სწორედ, 17-წლამდე ნაკრების წევრი იყო.
გუნდი, უკვე ორი წელია, მთავარი ტურნირის, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. 2018 წელს იასპარეზა გეტებორგში, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 2018-19 წლების სეზონში კი, ითამაშა საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში, სადაც ზრდასრული ასაკის მეტოქეებთან უწევდა თამაში.
საქართველოს გოგონათა 17- წლამდე
გუნდში ამჟამად 19 ხელბურთელია საქართველოს 6 კლუბიდან - ისინი წარმოადგენენ აჭარას, ფოთს, სამტრედიას, ყვარელსა და თბილისის ორ კლუბს, „პეგასსა" და „ქარიშხალას".
GK: დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)
LW: ნინო კომახიძე (2003, აჭარა), ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა)
RW, RB: ლანა გოგია (2002, ფოთი), ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)
P: მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა), ნინო საბაშვილი (2005, პეგასი)
LB, CB: ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), ანა კორძაია (2003, პეგასი), თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), ნათია ნეფარიძე (2003, პეგასი),
მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, მენეჯერი ლანა მარგიანი





ჩვენ








