მადლობა გვერდში დგომისთვის!
მადლობა გვერდში დგომისთვის!
02.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა.


„ყველაზე მთავარი ის არის, რომ დამაჯერებლად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა. ყველაზე უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ „ფეიენორდს" ვხდებით და დიდი იმედი მაქვს, რომ გავახარებთ არა მარტო „დინამოს" ქომაგებს, არამედ ჩვენ ვეტერანებს, რომლებმაც მოუგეს „ფეიენორდს" ½ ფინალი და გავიდნენ ფინალში. არ იქნება ადვილი თამაში, მაგრამ ჩვენი ბიჭები, მზად არიან, რომ გაიმარჯვონ. მთავარია, ქომაგი მოვიდეს და გაივსოს „დინამო არენას" ტრიბუნები. ვფიქრობ, ჩვენი ბიჭები, ამას იმსახურებენ 15 აგვისტოს. ძალიან დიდი იმედით, ვიქნებით 8-ში, სტუმრად ყოფნისას. ამიტომ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თქვენ, ასეთი ყურადღებისთვის. ბიჭები კარგად გრძნობენ თავს. ასე, რომ მხოლოდ წინ, და მხოლოდ სიხარული, დიდი მადლობა", - ამბობს რომან ფიფია.


„დინამო თბილისმა" უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩში, „დინამო არენაზე" აზერბაიჯანული „გაბალა" 3-0 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამში, თბილისელებმა 5-0 გაიმარჯვეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც ჯერ 8 აგვისტოს როტერდამში, შემდეგ კი, 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება, დინამოელები, 38 წლის უნახავ მეტოქეს, როტერდამის „ფეიენორდს" შეხვდებიან.