
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, საკლუბო კარიერას თბილისის „დინამოში" გააგრძელებს. ევრობაკსეტის დაწყებამდე, ცინცაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გასული საკალათურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მას „ქუთაისთან" აღარფერი აკავშირებდა და ახალი გუნდის ძიებაში იყო. მისი ვარაუდიდთ, კარიერა უცხოეთში უნდა გაეგრძლებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ევრობასკეტი 2017-ის სასტარტო შეხვედრაში, ლიტვასთან მიღებული ტრავმის გამო, ქართველი კალათბურთელის გეგმები რადიკალურად შეიცვალა.
შეგახსენებთ, გიორგი ცინცაძემ ეროვნულ ნაკრებში თამაშის დასრულების განცხადებაც კი გააკეთა. ამის თაობაზე, მისი თანაგუნდელებიც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც იმედოვნებენ, რომ ცინცაძის მიერ, ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო და სპორტსმენი, სრული გამოჯანმრთელების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება.
მანამდე კი, გიორგი, თბილისის „დინამოს" რიგებში, პირველ შეხვედრას უკვე, 19 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები ევროპის საკლუბო ტურნირებს უბრუნდებიან. ევროპის ჩემპიონთა ლიგის (BCL)-ის პირველ შეხვედრაში, თბილისელები, კატალონიურ „ჰუვენტუტი ბადალონა"-ს შეხვდებიან. თამაში, თბილისის სპორტის სასახლეში, 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ამ თამაშზე თბილისის „დინამოს" გაძლიერებას შეეცდება ნიკოლოზ ცქიტიშვილიც, რომელიც 2016 წლის აპრილიდან ჯერ, ირანულ საკალათბურთო ლიგაზე, თეირანის „ჩემიდორის" ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს ბაჰრეინის „მანამაში" ირიცხებოდა.
თბილისის „დინამო" ახალ 2017-2018 წლის საკალათბურთო სეზონს განახლებული და დინამოლეთა ხელმღვანელობის აზრით გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. გიორგი ცინცაძისა და ნიკა ცქიტიშვილის გარდა, "დინამოს" რიგებს მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე, ლევან ფაცაცია, გიორგი შარაბიძე, ზურაბ მაჩალაძე, ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე, გიორგი რევაზაშვილი, ჩვენი უცხოელი ლეგიონერები-ჰარისონ კიელ ტურპინი, ლაველ ლაფრი ბოიდი, ნიკოლა გაჩეჩა და მალიკ კორნელ სტორი დაიცავენ.
საკლუბო ევროტურნირებამდე, ევრბასკეტის კალენდრიდან გამომდინარე დინამოელებმა შეკრება აგვისტოს ბოლოდან, განახევრებული შემადგენლობით დაიწყეს. ბოლოს, მოსამზადებელი ციკლი კი ტრაბზონში გაიარეს. ჩაატარეს 2 სპარინგი და ორივეში დამარცხნდნე თურქულ კლუბთან - „ტრაბზონსპორთან".





ჩვენ








