ფეხბურთში დასაქმებული ქალების პოტენციალი იზრდება
ფეხბურთში დასაქმებული ქალების პოტენციალი იზრდება
02.08.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

უეფა-ს სუპერ თასის მატჩზე, რომელშიც რამდენიმე დღეში, 14 აგვისტოს, სტამბულში, „ბეშიქთაშ არენაზე",  „ლივერპული" და „ჩელსი"  დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ფრანგი სტეფანი ფრაპარდი განსჯის. 


სტეფანი პირველი ქალი მსაჯი იქნება, რომელიც ვაჟთა მნიშვნელოვან თამაშზე იმსაჯებს. ცნობისთვის, სწორედ ფრაპარდს ჰქონდა პატივი ემსაჯა 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, სადაც აშშ-სა და ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ. სტეფანიმ, ასევე, ქალთა ევრო-2017-ის ½ ფინალი იმსაჯა, სადაც ასევე ნიდერლანდები და მხოლოდ ინგლისი დაუპირისპირდნენ. ის იყო 2012 წელს, ქალთა 19-წლამდე ფინალური შეხვედრის არბიტრიც,  რომელიც მომავალი სუპერ თასის მსგავსად, ასევე  თურქეთში გაიმართა.




სტეფანი ფრაპარდი, არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე წერს ისტორიას, არამედ მშობლიურ საფრანგეთშიც. იგი პირველი ქალი მსაჯია რომელმაც ვაჟთა ლიგა 1-ის მატჩზე „ამიენსა" და „სტრასბურგს" შორის იმსაჯა.


ისევე როგორც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მისი ასისტენტები თანამემამულე მანუელა ნიკოლოსი და ირლანდიელი მიშელ ო'ნილი იქნებიან. მეოთხე მსაჯი კი, თურქი ჯუნეით ჯაქირი იქნება.


უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის თქმით, მას ახარებს ფაქტი, რომ სტეფანი ფრაპარდი ამ მატჩს განსჯის. მისი თქმით, უეფას პრეზიდენტს ხშირად გაუსვამს ხაზი ქალთა ფეხბურთის პოტენციალი შესახებ და პრაფარდის დანიშნვნაც აღნიშნულ თამაშზე ამის დასტურია.


„უეფა, როგორც ორგანიზაცია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალთა ფეხბურთის განვითარებას . ვიმედოვნებ, რომ სტეფანის შესაძლებლობები  და თავდადება მთელი მისი კარიერის განმავლობაში ბევრი გოგონასთვის იყო, არის  და გახდება სტიმულის მიმცემი. აჩვენებს, რომ მიზნის მისაღწევად ყველანაირი ბარიერის გადალახვა შეიძლება".





უეფა-ს მსაჯთა სამსახურის ხელმძღვანელის რობერტო როსეტის თქმით სტეფანი ნამდვილად „იმსახურებს", რომ ასეთი დონის მატჩზე იმსაჯოს. ის წლებია ამტკიცებს რომ საუკეთესო ქალი მსაჯია, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.


35 წლის ფრაპარდი პირველი ქალი არაა რომელიც უეფას ტურნირებზე იმსაჯებს. ეს პატივი ნიკოლ პეტიგნატს ერგო, რომელმაც 2004-2009 პერიოდში 3 უეფას საკვალიფიკაციო მატჩზე იმსაჯა. თუმცა, უეფა-ს სუპერ თასის შეხვედრას, ქალი პირველად განსჯის.


მასალა მომზადებულია uefa.com -ის მიხედვით

ფოტო: AFP/Getty Images