
უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა მეორე იმერული გუნდი. საჩხერის „ჩიხურამ" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გასვლაზე „აბერდინთან" დიდი ანგარიშით 0-5 წააგო.
გათამაშების ამ ეტაპზე ქართული კლუბისა და შოტლანდიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის დაპირისპირება თბილისში, „დინამო არენაზე" 1-1 დასრულდა.
აბერდინში, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კი, საჩხერელებმა სწრაფი გოლი გაუშვეს. მე-9 წუთზე ანგარიში სემ კოსგოროვმა გახსნა, 1-0. კიდევ 11 წუთში მასპინძლები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ. გოლი კვლავ, სემმა გაიტანა. მავნე, მატჩის მიწურულს მესამე გოლიც მიითვალა. „აბერდინმა" კი დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში, ჩიხურა 6-1 დაამარცხა.
„დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ჩვენი ძლიერი მხარეები, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთი და შესანიშნავი შედეგიც დავაფიქსირეთ. ჩვენს, ამ თვისებების და გამართლების ხარჯზე შევძელით მოგება. ის, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და შესაძლოა, შედეგიდან გამომდინარე იფიქროს, რომ ჩვენი მეტოქე სუსტი იყო, ასე არაა. ვფიქრობ, რომ მათ მეტი შეუძლიათ. უბრალოდ, ამ საღამოს ჩვენ უკეთესები ვიყავით და მომენტები გამოვიყენეთ. ჩვენ ეს სეზონის დასაწყისში შევძელით", - ამბობს, დერეკ მაკკლენსი „აბერდინის" მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ახლა, უფეა-ს ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე შოტლანდიური კლუბი, ხორვატიის „რიეკას" დაუპირისპირდება, ხოლო „ჩიხურამ" სამწუხაროდ, ამ სეზონში დაასრულა ასპარეზობა. უფრო მეტიც, თუ სოსო ფრუიძის გუნდი, ეროვნულ ლიგაზე არ ივაჟკაცებს, „ჩიხურას", 2020-2021 წლების ევროსეზონის ჩაგდება მოუწევს.
***
„ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (52'), ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, მიხეილ ერგემლიძე (72'), გიორგი კორიფაძე, ბესიკ დეკანოიძე (52'), მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია
შეცვლა: 52' - თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ფანცულაია, 72' დემური ჩიხლაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: 27' დავით მაისაშვილი, 48' ოლეგ მამასახლისი
მატჩის სტატისტიკა
***
ერთი საგულისხმო დეტალი, „აბერდინი" -„ჩიხურას" დაპირისპირებიდან. როგორც ქართული კლუბის სოციალური ქსელის გვერდი იტყობინება მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მასპინძლებმა პრეს-კონფერენციაზე ქართულენოვანი თარჯიმნის მოყვანა ვერ მოახერხეს. ალტერნატივად რუსულენოვანი თარჯიმანი შემოგვთავაზეს. „ჩიხურას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართულმა კლუბმა რუსულენოვანი თარჯიმნის მომსახურებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და პრესკონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართა.





ჩვენ








