პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
03.08.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

გიორგი პაპუნაშვილის „სარაგოსა"  სეგუნდას 2019-2020 წლების სეზონის დაწყებამდე, ერთ-ერთ ბოლო ამხანაგურ მატჩს ხვალ, 4 აგვისტოს ტარაგონას „ნასტიკის" წინააღმდეგ გამართავს. მიიღებს თუ არა, პაპუ მონაწილეობას, ამ შეხვედრაში ჯერჯერობით უცნობია.

„სარაგოსას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ, მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გვერდის ცნობით,  ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა დღეს შემოწმება გაიარა, რის შედეგადაც ფეხბურთელის მარცხენა კოჭზე სერიოზული დაზიანება გამოირიცხა. მოსალოდნელია, რომ პაპუ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში  დაშვებულ კოჭს მკურნალობს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, სულ მალე გუნდს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ „სარაგოსას" ქართველმა ფეხბურთელმა კოჭი, რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დროს იტკინა, რის გამოც მას, საწვრთნელი სესიის დროზე ადრე დასრულება მოუხდა.