სადამდე „გასწვდება საბანი“ „დინამოს“
სადამდე „გასწვდება საბანი“ „დინამოს“
17.09.2017
ავტორი:

27-ე ტურის წინ, სატურნირო ცხრილს კვლავ „დინამო თბილისი" ლიდერობს, რომელიც თბილისურ დერბიში "საბურთალოსთან", 26-ე ტურში, 1-4 განადგურდა. მეორე ტურია დინამოელები ქულებს კარგავენ, თანაც, საკუთარ მოედანზე. აშკარაა, რომ მორიგი სატრანსფერო ცვლილებების შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში სერიოზული საკადრო პრობლემაა, განსაკუთრებით კი, ეს დაცვის ხაზსს დაეტყო. ისიც კარგად ჩანს, რომ რუსთავში, 3 დღით ადრე, გამართული მძიმე სათასო შეხვედრის შემდეგ, დინამოელებმა სათანადოდ აღდგენა ვერ მოახერხეს.

„დინამო თბილისი" - „საბურთალო" 1-4

ამ დღემდე, საბურთალოელებს, ურთიერთშეხვედრებში, არა თუ მოგებული თამაში, გატანილი გოლიც კი არ ჰქონდათ აქტივში. „ნავსი" ყოფილმა დინამოელმა დავით ვოლკოვმა გატეხა, რომელმაც მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე, დინამოელთა კარის აღება მოახერხა. გაშვებული გოლის შემდეგ,  ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა კაჭარავას გუნდმა, რამდენიმე წუთით თამაშის სადავეების ხელში აღება მოახერხა. ჯერ ბექა მიქელთაძე მაკრატელა დარტყმით შეეცადა გოლის გატანას. შემდეგ მომენტში ლაშა თოთაძის საჯარიმო დარტყმა, ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, დასწრებაზე კი მიკოლა კოვტალიუკს ოდნავ დააკლდა. ამას მოჰყვა, აკაკი შულაიას ჩაწოდებული, რომელიც თითქმის საკუთარ კარში ჩაჭრა საბურთალოელმა მცველმა, თუმცა ლაზარე კუპატაძე იმარჯვა. ისევე, როგორც, ამ შეხვედრაში და საერთო ჯამში, რამდენჯერმე მოახერხა გუნდის შველა. ამ მომენტებს შორის ზარია-მიქელთაძის კომბინაციაც იყო. აშკარა იყო, რომ გოლი „საბურთალოს" კარში, მწიფდებოდა და 27- ე წუთზე, შულაიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ გადაცემას, ლაშა თოთაძის გოლი მოჰყვა 1-1.

„დინამო" თითქოს თამაშში დაბრუნდა, თუმცა 37-ე წუზე, სტანდარტულის შემდეგ, დინამოელები დაცვაში ვერ გაუმკლავდნენ მოწინააღმდეგეს. საჯარიმოს მისადგომებთან ერთ-ერთი დინამოელისგან ასხლეტილი ბურთი ვლადიმერ მამუჩაშვილს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ბუნებრივია, დინამოელებს, მეორე ტაიმში რჩებოდათ თამაშის გადასარჩენი დრო, თუმცა ამ დროსაც, წამზომი ყოფილი დინამოელის, დავით ვოლკოვის დუბლმა ჩაურთო. ამის შემდეგ, ეროვნული ლიგის ლიდერმა, საბოლოოდ მეორე ნომრის სტატუსი შეიფარდა. შეხვედრას, თავიდან-ბოლომდე „საბურთალო" აკონტროლებდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა, რომლშიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებიც არიან დიდწილად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე კარგად ავარჯიშეს. ნუკრი რევიშვილმა, ჯერ 57- ე წუთზე მამუჩაშილის ახლო მანძილიდან დარტმული მოიგერია. შემდეგ, სამ წუთში გიორგი ხარაიშვილმა ძელს გაარტყა. 71- ე წუთზე ხარაიშვილის მორიგი დარტმა, ზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 1-4  გახდა. დინამოელებს, 82- ე წუთზე საკომპენსაციო გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა, ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმული საბურთალოს კარს მცირე მანძილით აცდა. "დინამო თბილისი" 1-4, საკუთარ მოედანზე დამარცხდა და ვერ მოახერხა, უშუალო მდევრებთან ქულათა მაქსიმუმით ლიდერობის შეენარჩუნებინა. ახლა, „დინამო თბილისი", „ტორპედოსა" და „სამტრედიას" მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. ამასთან, დინამოელებს, მომდევნო შეხვედრა სწორედ, ქუთაისში აქვთ - 24 სექტემბერს. ამდენად, ქართული დერბის დროს,  „ტორპედოს" (რომელიც აშკარად უკეთეს ფორმაში ამ მომენტისთვის), დიდი შანსი აქვს ლიდერთან, „დინამოსთან" სხვაობა, 3 ქულამდეც კი შეამციროს.

„ჩიხურა" - „კოლხეთი-1913" 2-1

ივანწმინდში, დაძაბული გამოდგა საჩხერის „ჩიხურასა" და ფოთის „კოლხეთის" შეხვედრა. მასპინძლებს, სატურნირო ცხრილში დაწინაურება ჰქონდათ მიზნად, ფოთელებსთვის კი დარჩენილ თამაშებში, თითოეული ქულა „სიკვდილ-სიცოცხლის" ტოლფასია. შეგახსნებთ, რომ ამ შეხვედრაში, საჩხერელთა რიგებში არ იყო ჰამზიჩი, რომელმაც სათასო შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და იძულებული იყო ეროვნული ლიგის მატჩი გამოეტოვებინა. პირველ ნახევარი, მასპინძლების სრულ უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტშივე, მე-10 წუთზე, ლევან კაკუბავას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა გოლი. მას, 37-ე წუთზე, გიორგი გაბედავას გოლი მოჰყვა. შესვენებაზეც „ჩიხურა" ორბურთანი უპირატესობით გავიდა. თუმცა, მეორე ნახევარი მათთვის მოულოდნელად დაიწყო. მატჩის 49-ე წუთზე, ვარლამ კილასონიას შესრულებული საჯარიმო, ზურაბ მწყერაშვილმა კი მოიგერია, თუმცა, დამატებაზე ალექსანდრე დერებჩინსკიმ ყველას დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიხურამ" 2-1 გაიმარჯვა და „ლოკომოტივთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

 

„შუქურა" - „დილა" 0-1

საბოლოოდ დააღწევს თუ არა თავს გადათამაშების ზონას გორის „დილა", უახლოეს ტურებში, კიდევ უფრო გამოიკვეთება. თუმცა, გორელებმა ამისთვის პირველი ნაბიჯი გააკეთეს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ძარიას მიერ გატანილი ერთად-ერთი გოლის წყალობით, „ბათუმის რაგბი არენაზე", პირობითი მასპინძლების, ქობულეთის „შუქურას" დამარცხება, მინიმალური ანგარიშით 0-1 შესძლეს. ამ შეხვერაში, როგორც ავღნიშნეთ, ანგარიში, გამოცდილმა ირაკლი ძარიამ შეხვედრის მე-8 წუთზე გახსა. ქობულეთელებს, პირველივე ტაიმში ჰქონდათ გათანაბრების შანსი. ტაიმის მიწურულს, ჯერ სანდრო გურულის დარტმული აცდა კარს, ხოლო შემდეგ 39-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ჯერ გელა გოგიტიძის თავური დარტყმა, ხოლო შემდეგ დამატებაზე გია ჩადუნელის ძლიერი დარტმული მოიგერია გორელთა მეკარემ, მიხეილ მუჯრიშვილმა. მეორე ტაიმში არც ერთ კარში გოლი არ გასულა. ამ გამარჯვების შემდეგ, გიორგი დარასელიას „დილამ", 28 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და უშუალო კონკურენტ  ბათუმის „დინამოს" 2 ქულით გადაასწრო.

მორიგი, 27-ე ტურის მატჩები, ეროვნულ ლიგაზე 22, 23 და 24 სექტემბერს გაიმართება.