გაბელია ტრავმას იშუშებს და „ანდერლეხტთან“ სათამაშოდ ემზადება
გაბელია ტრავმას იშუშებს და „ანდერლეხტთან“ სათამაშოდ ემზადება
17.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

ქართველებიდან, ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მხოლოდ გულნარა (კესო) გაბელია აგრძელებს ასპარეზობას. გაბელიას ყაზახურმა „ბიიკ ყაზიგიურტმა", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-6 საკვალიფიკაციო ჯგუფში, 3 თამაშიდან სამივე მოიგო და იმ 32 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც 11/12/ და 25/26 სექტემბერს, 1/16 ფინალში იასპარეზებენ.

ჯგუფში, შიმკენტელებმა, დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხე ფარერის კუნძულების გუნდი „EBS სკალა" რომელსაც გაბელიამ 5 გოლი გაიტანა (10, 13, 15, 28, 45+2 წუთებზე). მომდევნო შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2-0 დაამარცხა ესტონური „ფლორა". ამ შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ქართველმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარესთან შეჯახების დროს, მცირე ტრავმა მიიღო და მწვრთნელებმა ის შეცვალეს.




„ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ და გავდივარ მკურნალობის კურსს. ბოლო თამაშში, ვეღარ მივიღე მონაწილეობა. თუმცა, ახლა მთავარია, რომ 1/16 ფინალისთვის გამოვჯანმრთელდე საბოლოოდ და თამაშისთვისაც მზად ვიყო", - ამბობს, TSFF.GE-სთან საუბარში გულნარა გაბელია.

1/16 ფინალში კი, გაბელიას გუნდი, ბელგიურ „ანდერლეხტს" დაუპირისპირდება და პირველ შეხვედრას გასვლაზე, ბრიუსელში ითამაშებს.

ამ მოცემულობით, უკვე ნათელია, რომ გულნარა გაბელია, აგვისტოს ბოლოს ვერ შეუერთდება საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას, რომელიც უეფას 2021 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები აღნიშნული ტურნირის პირველ შეხვედრას 30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, ხოლო 3 სექტემბერს, უკვე საქართველოში, იმ იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ½ ფინალი ითამაშა.