იტალია, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონია
იტალია, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონია
18.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, თბილისში, ოლიმპიურ აუზზე დასრულდა ევროპის 17-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი წყალბურთში. ტურნირის გამარჯვებული, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა იტალიის 17-წლამდე ნაკრები გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, იტალიელებმა 10-6 ესპანეთის ნაკრები დამარცხება შეძლეს და ტურნირის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს.


ტურნირმა სტარტი 11 აგვისტოს აიღო და თავდაპირველად, გუნდები 4 ჯგუფად დაყოფილები არკვევდნენ ჯგუფში საუკეთესოების ვინაობას. ამის შემდგომ კი, ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა და ყველა ადგილი გათამაშდა.


A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა

B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი

C ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია

D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი


გთავაზობთ, საქართველოს საწყლოსნო სპორტის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული, ტურნირის დასკვნითი ეტაპის კოლაჟს.


ბრინჯაოს მედლები  უნგრელმა 17-წლამდე წყალბურთელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მე-3 ადგილისათვის ბრძოლაში, ბერძნები 10-4 დაამარცხეს.


მე-5-6 ადგილებისთვის გერმანიისა და  სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა ვერ შეძლეს სერბეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან სათანადო წინააღმდეგობის გაწევა  და 4-8 დამარცხდნენ. შესაბამისად, სერბებმა მე-6 ადგილი დაისაკუთრეს.


მე-7-8 ადგილები მონტენეგროსა და რუსეთის 17-წლამდე წყალბურთელებმა გაიყვეს. მონტენეგროელებმა, 4-ბურთიანი სხვაობით, 9-5 შეძლეს რუსების დამარცხება და მე-7 ადგილი დაიკავეს.


მე-9-10 ადგილებისთვის იბრძოდა საქართველოს ნაკრები. ჩვენი წყალბურთელები ხორვატებს დაუპირისპირდნენ და პირველი მეოთხედი საკმაოდ კარგადაც დაიწყეს. ქართველები ამ მონაკვეთში, ანგარიშით 2-0 დაწინაურდნენ. თუმცა, მეორე მეოთხედში ხორვატმა წყალბურთელებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება  და მომდევნო პერიოდიდან უპირატესობაც ხელთ იგდეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 6-11 დამარცხდა და თბილისში გამართულ ჩემპიონატზე, მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა. ხორვატებმა კი, მე-9 ადგილზე დაასრულეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.


მე-13-14 ადგილებისთვის  დაძაბულ ბრძოლაში თურქებმა 1 ბურთს სხვაობით, 7-6 მოახერხეს ფრანგების დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე, საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავეს.


მე-15-16 ადგილებისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს რუმინეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ. რუმინელებმა, საკმაოდ იოლად გადალახეს სლოვაკეთის ბარიერი და ევროპის ჩემპიონატზე  მე-15 ადგილი დაიკავეს.


½ ფინალები

პირველი ნახევარფინალში, ერთმანეთს ესპანეთისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.  ამ მატჩში, ესპანელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და  ანგარიშით 8-4  გაიმარჯვეს კიდეც. ამ მოგებით კი, მათ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

რაც შეეხებათ უნგრელებს,  მათ მხოლოდ ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსიღა დარჩათ. რომელიც საბერძნეთთან შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო. 

თავის მხრივ, საბერძნეთი, მეორე ნახევარფინალში, იტალიასთან დამარცხდა, 8-13. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩი, იტალიელების უპირატესობით წარიმართა.



საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ფოტო