
წყალტუბოში, ქართული დერბის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში ლიდერობა, რომელიც სულ რაღაც, 2 დღით დაუთმო ბათუმის „დინამოს", კვლავ დაიბრუნა. ამასთან 2 ოქტომბრამდე, დინამოელებს, უშუალო მდევართან შედარებით ერთით ნაკლები თამაში ექნება ჩატარებული. გამოტოვებული შეხვედრა კი. „საბურთალოსთან", რომელსაც შესაბამისად ბათუმელებზე, „დინამო თბილსის" მსგავსად, ასევე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ გამართული და 24 ტურის შემდეგ, მესამე საფეხურს იკავებენ, სწორედ 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული. საინტერესოა, რომ „საბურთალოსა" და „დინამო თბილისის" გადადებული შეხვედრა, მიმდინარე გათამაშებაში ბათუმის „დინამოსა" და" „დინამო თბილისის" აჭარაში გასამართ მატჩამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩატარდება. ასე, რომ თბილსის დინამოელებს მიჯრით, რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოუწევთ.

„ტორპედო" - „დინამო თბილისი" 0-1
20 აგვისტოს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ქართული დერბი ტრადიციულად დაძაბულად, თუმცა ნაკლებ სანახაობრივად წარიმართა. მასპინძლებს, ქუთაისელებს, მონდომების მიუხედავად, ემჩნეოდათ, რომ გუნდი, ძირეული ცვლილებების შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ შეთამაშდა. დაულაგებელი იყო დაცვის თამაში, რის გამოც, ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძე, ტრადიციულზე მეტად ღელავდა და თანაგუნდელებს, მთელი მატჩის მსვლელობისას, პოზიციების სწორად დაკავებისკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, თუკი ძველი მეპატრონისგან „დახსნილ" ქუთათურებს სურვილი აქვთ, რომ მომავალ ევროტურნირებზე კვლავ ითამაშონ, კახა ჩხეტიანის გუნდს, სეზონის ბოლოს მაქსიმალურად ძალების კონცენტრაცია მოუწევს.

რაც შეეხებათ, დინამოელებს, ტრადიციულ მეტოქესთან დაპირისპირებაში, გუნდმა ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე ითამაშა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაც მომენტებში მეორე ნომრად თამაშსაც კი დაყაბულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთელი შეხვედრის მანძილზე თამაშის პროცესს, მაინც სტუმრები აკონტროლებდნენ. საჭირო მომენტში თამაშს ამწვავებდნენ და სართო ბალანსს ინარჩუნებდნენ. თბილისელთაგან, დაძაბული ევროტურნირების შემდეგ, ასეთი მიდგომა, ბუნებრივი იყო და ალბათ, ამ შეხვედრაში, ერთადერთი მიზანი და დავალება, რაც თბილისურ კლუბს ჰქონდა, გოლის გატანა და ანგარიშის შენარჩუნება იყო, რასაც დინამოელებმა თავი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაართვეს.

გოლი კი, შეხვედრის 29-ე წუთზე ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძის გადაცემის შემდეგ გაიტანა და „დინამო თბილისი" 0-1 დააწინაურა. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, ამ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

24-ე ტურის შემდეგ, „დინამო თბილისი" 47 ქულით გათამაშებას ლიდერობს და მომდევნო ტურებისთვის ემზადება. უახლოესს, კი თბილისელები 25 აგვისტოს, „დინამო არენაზე", „რუსთავის" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეში, 24 მაისს, თბილისში, „ტორპედოსთან" 2-1 მოგებული მატჩის შემდეგ, დინამოელებმა 9 თამაში მოიგეს. 21 გოლი გაიტანეს და საკუთარში, მხოლოდ 5 მიიღეს.

„რუსთავი" - „სიონი" 2-1
თავის მხრივ, ამ ტურში, მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო „რუსთავმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი ბოლნისის „სიონი" 2-1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ კილასონიას გუნდი თავიდანვე ფლობდა აშკარა უპირატესობას და ბევრი სახიფათო მომენტიც შექმნა, ანგარიში 34-ე წუთზე სტუმრება გახსნეს. გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, 0-1. რუსთაველებს, წონასწორობის აღსადგენად მხოლოდ 2 წუთი დასჭირდათ. გოლი, ბექა ქავთარაძის ანგარიშზეა, 1-1. თამაშის ბედი, მე-80 წუთზე 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც დათა სიჭინავამ შეასრულა ზუსტად და რუსთაველებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. „რუსთავმა" კი, ბოლო თვეების მანძილზე, პირველად დატოვა გასავარდნი ზონა და 24 ტურის შემდეგ, მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა.

„დინამო" ბთ - „ჩიხურა" 2-0
ჯაბა ჯიღაურის დუბლის წყალობით, ანგისას ბაზაზე, ბათუმის „დინამომ" საჩხერის „ჩიხურას" დამარცხება მოახერხა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებს რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნათ, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ ეს მეორე ტაიმში მოახერხეს, პირველად ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ აიღო დინო ჰამზიჩის კარი ჯაბა ჯიღაურმა, 59-ე წუთზე, 1-0. კიდევ 9 წუთში, უკვე ლევან გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ, კი ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა, 2-0.
ამ ტურის კიდევ ორი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე 4-დღიანი შუალედით გაიმარტა.
„ლოკომოტივი" - „ვიტ ჯორჯია" 1-1
„საბურთალო" - „დილა" 3-0
სატურნირო ცხრილი
მასალაში გამოყენებულია „ჩიხურასა" ფოტო





ჩვენ








