
ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის დასკვნითი შეხვედრაც მოიგო. ქართველმა ფეხბურთელებმა, ამჯერად მასპინძელი ლიეტუვა, ანგარიშით 9-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ მატჩამდე, ჩვენმა გუნდმა მოლდოვასთან 4-0 და ბოსნია და ჰერცოგოვინასთან კი, 3-0 გაიმარჯვა. საერთო ჯამში, ქართველმა ფეხბურთელებმა სამივე მატჩი მოიგეს და ტურნირი ქულების მაქსიმალური რაოდენობით დაასრულეს. თან ისე, რომ 3 შეხვედრაში საკუთარ კარში არც ერთ გოლი არ გაუშვიათ. სამივე შეხვედრაში, საქართველოს 16-წლამდე ნაკრების კარს „დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელი ლუკა ჯოჯუა იცავდა.
„ძალიან კარგი იყო სამივე თამაშის მოგება. კარგი იყო, რომ გოლი არ გავუშვით. ბიჭებს შეტევით ფეხბურთი დავუსახე მიზნად და ეს, გამოგვივიდა. მთლიანობაში, ტურნირს, დადებითად შევაფასებდი. გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილე გუნდებს შორის, ბოსნია გამორჩეული იყო, თამაშობდა ძალისმიერ ფეხბურთს და მათთანაც 3 ბურთით მოვიგეთ და არც ერთი გოლი არ გავუშვით, აქაც და საერთოდ ტურნირზეც, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს", - ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი, TSFF.GE-სთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებაზე ზურაბ ხიზანიშვილმა, საერთო ჯამში 10 დინამოელს უხმო. მათ გარდა, გუნდში გამოძახებული სფფ-ს აკადემიის 9 და ორიც „საბურთალოს" წარმომადგენელი ჰყავდა.
მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო თბილისი);
მცველები: გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკა გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (დინამო თბილისი), საბა გეგიაძე (დინამო თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), თემურ ნოზაძე (სფფ აკადემია), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ოჩიგავა (სფფ აკადემია), დავით შიოლაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა მამულაშვილი (საბურთალო), ომარ თოდუა (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: ლუკა წულუკიძე (სფფ აკადემია), გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ხაბულიანი (საბურთალო).
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან გოლები ლუკა წულიკიძემ (2), გიორგი გოჩიაშვილმა (2), ლუკა მამულაშვილმა, ლუკა ჭელიშვილმა, ჭაბუკი ლაბაძემ, გიორგი ხაბულიანმა და საბა გეგიაძემ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს 2020 წელს, ევროპის 17-წლამდე შესარჩევ ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა.
„პერსპექტივას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ამ ნაკრების ვიბარებდი, პირველივე დღიდან ძაან მეიმედებოდა. ახლაც, ვხედავ, რომ რაღაც ახლოს არის იმ ფილოსოფიასთან, რაც მე მინდა გუნდი ვითამაშო. ასე, რომ ბიჭები კარგად ასრულებენ ჯერჯერობით ჩვენს დავალებებს და რაც მთავარია, ამ თაობაში არის ნიჭი და სამომავლოდ, გვჯერა ეს, უფრო და უფრო განვავითაროთ, რადგან მომავალ წელს, გვიწევს ევროპის შესარჩევი. თქმა უნდა იდიდ მიმედი მაქვს", - ამბობს ზურა ხიზანიშვილი.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თბილისში, დღეს ღამით დაბრუნდება.





ჩვენ








