
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს, ოფიციალურად დაადასტურა თურქეთში, ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გასამართი სპარინგის შესახებ. ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს კორეის რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. აზიის ერთერთ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელები 2 სექტემბრიდან სტამბოლში შეიკრიბებიან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ვლადიმირ ვაისის გუნდი აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრას სტამბოლის ერთ-ერთ ახალ დასახლებაში, ბაშაქშეჰირში ჩაატარებს. სტადიონს, რომელზეც საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ერთ-ერთი ახალი სპორტული ნაგებობაა თურქეთში. თურქეთის სხვა სტადიონებს შორის ის ყველაზე ახლოს არის ცნობილი ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონთან. თავად კი თურქი ფეხბურთელის ფატიჰ თერიმის სახელს ატარებს და 2014 წლიდან „ისტანბულ ბაშაქშეჰირის" საშინაო სტადიონია. სტადიონი 17, 156 მაყურებელს იტევს და მისი მშენებლობა 178 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.
5 სექტემბერს სტამბოლში, საქართველოსა და კორეასთან ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება. ამის შემდე, ჩვენი გუნდი თბილისში გამოემგზავრება და უკვე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩისათვის მოემზადება, რომელსაც 8 სექტემბერს „დინამო არენაზე" დანიის წინააღმდეგ გამართავს. დაუპირისპირდება.





ჩვენ








