
ახალი საკალათბურთო სეზონისთვის ემზადება ქართველი ცენტრის, თორნიკე შენგელიას „ბასკონია". სეზონის დაწყებამდე, გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თუმცა, მანამდე ადგილობრივი მედია ქართველ კალათბურთელს შეხვდა. ბასკეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, თოკოსგან იმის გარკვევასაც კი შეეცადა, თუ როგორ გაატარა შვებულება კალათბურთელმა. TSFF.GE გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს.
- თოკო, შემადგენლობა თითქმის სრულია, თუმცა „ოთხი" გაკლიათ. შენ რას იტყოდი ამის შესახებ? იმიტომ, რომ სეზონი ძალიან გრძელია, დასვენება გჭირდება. შენი აზრი გვაინტერესებს: ელოდები დამხმარე ძალას? შესაძლებელია, რომ ცოტა დაგასვენონ ხოლმე?
- ჩემგან, მგონი, ამ თემაზე საუბარი ჯერ ცოტა ნაადრევია. ვარჯიში ჯერ არ დაგვიწყია. ჩემი აზრით, აიდინიც მზადაა. ამ ზაფხულს ფიზიკურად ბევრი იშრომა, კალათბურთშიც. ძალიან მომატებული აქვს და როცა დანარჩენი მოთამაშეებიც მოვლენ და მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშს დავიწყებთ, დანარჩენი მერე გამოჩნდება... ხვალიდანვე დატვირთვით ვარჯიშს დავიწყებთ, მაგრამ მათი მოსვლაც დაგვეხმარება.
- ახალ სეზონის დაწყება გიხარიათ?
- დიახ, ყოველთვის.
- ACB-ლიგის, თასის, ევროლიგის გამოწვევები... ყოველთვის კარგ მომზადებას მოითხოვს, ასეა არა?
- კი, ყოველთვის.

- შემადგენლობის ახალ კონფიგურაციას როგორ დაახასიათებდი? სიახლეებს, მოთამაშეებს...
- კარგია, ჩემი აზრით, კარგია. ჯერჯერობით სეზონის შესახებ პროგნოზის გაკეთება მიჭირს, ბიჭებს ერთად ჯერ არ გვივარჯიშია. თუმცა, ინდივიდუალურად აღებულ მოთამაშეებს ჩემი აზრით, მაღალი დონე აქვთ. როდესაც შევიკრიბებით და ერთად ვითამაშებთ, მგონი, კარგი გუნდი ვიქნებით.
- გამხდარი ჩანხარ. უფრო სწრაფი გახდი?
- ვნახოთ, ვნახოთ. სწორი წონის მისაღწევად დრო ჯერ კიდევ არის. რა დეტალების დამუშავებაც მჭირდება, იმის დრო ჯერ გვაქვს.
- რამდენიმე მოთამაშე წავიდა, უკვე წარსულია. ვინც დარჩით, იმათ წარმატება უნდა გისურვოთ.
- დიახ. ყველას დიდი მადლობა ჩემი და მთელი გუნდის სახელით. ზოგიერთები ამ სეზონზე შევხვდებით ერთმანეთს, ზოგს ტელევიზიით ვიხილავთ და ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ!
- ყოველ ზაფხულს ჩნდება ხოლმე NBA-ში წასვლის შესახებ ისტორიები. ამ ზაფხულს კი, ამაზე საუბარი არ ყოფილა. რატომ? სიფრთხილე გამოიჩინეს თუ შემოთავაზებები არ ყოფილა? რატომ? შეერთებულ შტატებში წასვლა იმდენად აღარ გაინტერესებს?
- ჩემი მხრიდან ინტერესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მგონი, მაინდამაინც არც ტრავმას შეუწყვია ხელი. თუმცა, რაღაც შემოთავაზებები ყოველთვის არის, მაგრამ მე ბევრი წუთების თამაში მინდა. ახლა კი, ბევრი გუნდი არაა, ამას რომ სათამაშო წუთებს შემპირდეს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ; თამაში მინდა. ამ ეტაპზე, ყოველი თამაში და ვარჯიში, მხოლოდ „ბასკონიას" უკავშირდება. რა იქნება ზაფხულში, მომავალი გვიჩვენებს.
- ისარგებლე შვებულებით საქართველოში ჩასასვლელად და შენების სანახავად?
- ჰო, აღარც მახსოვდა, ბოლოს ამდენი ხანი სახლში როდის გავატარე ისე, რომ ნაკრებში არ მეთამაშა. ასე რომ, ეს დრო ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად სიამოვნებით გავატარე.
- გახმაურდა, რომ ბლატს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. შენ, როგორც „ბასკონიის" წარმომადგენელსა და კაპიტანს, ალბათ, „ოლიმპიაკოსის" მწვრთნელისთვის გამამხნევებელი სიტყვით თქმა გენდომება.
- მე ეგ არ ვიცოდი. ძალიან ძლიერი კაცია, მენტალურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. ჩემი და ჩვენი გუნდის სახელით დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ და იმედია, მალე გამოჯანმრთელდება. ჩემთვის რასაც აკეთებს, უდიდესი მაგალითია, რამდენს უძლებს! ძალიან ძლიერია, უდიდეს პატივს ვცემ.
ფოტო "ბასკონია"





ჩვენ








