ქართველი ჩოგბურთელები დიდ შლემის სტარტის წინ
ქართველი ჩოგბურთელები დიდ შლემის სტარტის წინ
24.08.2019
ავტორი: ჩოგბურთის ფედერაცია

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის მანძილზე პირველად მოხვდა დიდი შლემის წლის ბოლო ტურნირის განთესილებს შორის.


ასპარეზობა, სტარტს 26 აგვისტოს აიღებს. საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე 18 ჩოგანი მე-17 ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე მსოფლიოს 65-ე ჩოგანი, უნგრელი Marton Fucsovics. ქართველი და უნგრელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მერვედ ხვდებიან. 2013 წელს სტამბულის ჩელენჯერზე, 2014 წელს მონპელიეში, 2015 წელს უიმბლდონზე, ხოლო 2019 წელს როტერდამის ტურნირზე, მონტე- კარლოს და რომის მასტერსზე და შტუტგარტის ტურნირზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს . განვლილი შვიდი შეხვედრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრელი ჩოგბურთელის დამარცხება მხოლოდ ორჯერ , უიმბლდონზე და რომის მასტერსზე შეძლო . 26 აგვისტოს, 19:00 საათზე მათ  შორის მერვე და ბასილაშვილისთვის საპასუხისმგებლო დაპირისპირება შედგება. ქართველ ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობაზე 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი .


მარიამ ბოლქვაძისთვის კი დიდი შლემის პირველი ტურნირია, რომელშიც ის ძირითად ბადეში ასპარეზობს. საკვალიფიკაციო ბადის წარმატებით დაძლევის შემდეგ ძირითად ბადეში მოხვდა. მარიამიც პირველ მატჩს 26 აგვისტოს 19:00 საათზე გამართავს და მისი მეტოქე მსოფლიოს 69-ე ჩოგანი ამერიკელი Bernarda Pera იქნება.