
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღეს, ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ტოკიოში, დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„მიჭირს გამოვხატო ჩემი ემოცია. ეს, განსაკუთრებული დღეა. გახდე მსოფლიოს ჩემპიონი ტოკიოში, იაპონიაში, ძიუდოსა მიწაზე და ლეგენდარულ ბუდოკანში, ძალზედ მნიშვნელოვანია. როდესაც იაპონიაში საასპარეზოდ მოვდიოდი, უკვე სხვადასხვა ყალიბის მედლის მფლობელი ვიყავი. ოქრო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ოცნება ამიხდა", - ამბობს ქართველი ძიუდოისტი IJF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანის მეტოქე უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევი იყო, რომელმაც ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლუხუმს ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მეტოქე ილეთზე წამოაგო და ვაზარი მოიპოვა. ბრძოლის დასასრულს, ჩხვიმიანს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან მესამე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა. თუმცა, ლუხუმმა მოახერხა და ბრძოლა 17 წამით ადრე, იპონით მოიგო.
„საქართველოს ძიუდოისტა ნაკრები საკმაოდ ძლიერია. ჩვენ გვყავს ევროპის, მსოფლოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. ჩვენს ძიუდოისტებს, ყველა კატეგორიაში შეუძლიათ იბრძოლი მედლებისთვის. ამიტომ, მომდევნო დღეებში, მათ წარმატებებეს ვუსურვებ", - ამბობს ლუხუმ ჩვხიმიანი.

ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი, სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.





ჩვენ








