ზაზა ნადირაძემ ბრინჯაო მოიგო
ზაზა ნადირაძემ ბრინჯაო მოიგო
25.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

ქართველმა ნიჩბოსანმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე,  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


„საღამო მშვიდობისა მეგობრებო, პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. მე-5 დღეა ვიმყოფები უნგრეთში, ქალაქ სეგედში, მსოფლიო ჩემპიონატზე, შესარჩევი მოვიგე და უკვე ხვალ მაქვს ნახევარფინალი, საქართველოს დროით 18:30-ზე მეწყება, შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ და პირდაპირ ეთერში უყუროთ... და ცოტათი ინერვიულოთ", - წერდა ზაზა საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღით ადრე, დღევანდელ სტარტამდე,


გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ქომაგისთვის ცნობილი იყო, ერთ-ერთ ბოლო შეჯიბრზე ზაზამ როგორ იასპარეზა ტრავმით, სეგედის ამ სტარტზე მართლაც სანერვიულო იყო, რადგან ქართველი ფინალურ გაცურვაში, სტარტიდან ლიდერთა შორის იყო და მთელი ასპარეზობის მანძილზე მცირედით ჩამორჩებოდა უშუალო კონკურენტებს.


ფინალურ გაცურვაში საბოლოოდ, ზაზა ნადირაძემ დისტანცია 40.24 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედლამდე  ქართველს სულ 14 მეასედი დააკლდა. მეორე ადგილი არტსემ კოზირმა (ბელარუსი) მოიპოვა, ხოლო ჩემპიონი ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუსტასი გახდა. მან დისტანციაზე, 39,36  აჩვენა.