
როდესაც, სიტყვაზე 1000 მომენტიდან, მხოლოდ ორს გამოიყენებ და შენი მოწინააღმდეგე, 3-დან 2-ს, იქ ის შედეგიც, რაც დაფიქსირდა ეროვნული ლიგის 25 ტურის ბოლო შეხვედრაში, აბსოლუტურად ლოგიკურია. ამ ტურში, „დინამო თბილისმა" და „საბურთალომ" ქულები გათამაშების ცხრილის ქვედა ეშელონების გუნდებთან დაკარგეს. ბათუმის „დინამოს" კი, არ გასჭირვებია გასვლაზე ბოლნისის „სიონის" განადგურება 0-4 და ამ გამარჯვების შემდეგ, ერთი ტურით, გათამაშების ცხრილში პირველ საფეხურზე შენარჩუნება. თუმცა, ესეც იმის ფონზე, რომ ბათუმელებს უშუალო მდევრებთან, „დინამო თბილისთან" და „საბურთალოსთან" შედარებით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
აღნიშნულ ტურში დარჩენილი 4 შეხვედრიდან, სამში ფრე დაფიქსირდა და მხოლოდ, მეოთხეში, დაძაბულ ბრძოლაში, „ჩიხურამ" ივანწმინდაში, მინიმალური ანგარიშით მოახერხა გამარჯვება.
„ჩიხურა"- „ლოკომოტივი" 3-2
25-ე ტურში, საჩხერის „ჩიხურამ", როგორც იქნა მოიგო და მოუგებელი სერია დაასრულა. თბილისის „ლოკომოტივთან" მატჩში, ანგარიშის გახსნის კარგი შანსი სტუმრებს, 32-ე წუთზე ჰქონდათ. თუმცა, თეიმურაზ შონიამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. ზუსტად 1 წუთში, 11-მეტრიანი, უკვე თბილისელთა კარში დაინიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ გოლში გადაცვალა, 1-0. ამ მომენტიდან კიდევ 4 წუთში, ივანწმინდაში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ბიძინა მახარობლიძის გადაცემის შემდე, ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა, 1-1.

როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარ კედლებში, საჩხერელებმა მეტად მობილიზება მოახერხეს და მეორე ტაიმში წესებს სოსო ფრუიძის გუნდი კარნახობდა. ჯერ იყო და მიშიკო სარდალიშვილმა 50-ე წუთზე მორიგო გოლი მიითვალა, 2-1. 75-ე წუთზე კი ირაკლი ლექვთაძემ თბილისელთა კარში, რომლებიც დანებებას არ აპირებდნენ მესამე გოლი გაიტანა, 3-1. მატჩი უკვე, დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც თეიმურაზ შონიამ ამ შეხვედრაში, გოლი მაინც გაიტანა, 3-2. სოსო ფრუიძის გუნდმა ამ ტურში, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
„დილა" - „ტორპედო" 2-2
საინტერესოდ დაძაბულად წარიმართა შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე", „დილასა" და „ტორპედოს" შორის. სანტოსის გადაცემის შემდეგ, ლევან ნონიკაშვილმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. 25-ე წუთზე, ზაზა ციცქიშვილის და რაფაელ ჩუკვურას მარტივ გათამაშებას კარის გასწვრივ, ამ უკანასკნელის ჩაწოდებული ბურთი გახდა, რომელიც ზუსტად „ჩაკეტა" თემურ ჩოგაძემ და ანგარიში გაათანაბრდა 1-1. თუმცა, ჩუკვურა, რომელიც ტორპედოელთა შორის გამოირჩეოდა, საგოლე გადაცემით არ დაკმაყოფილდა და ტაიმის მიწურულს, გორელებს ბურთი გასახდელში გაატანა. შესვენებაზე, „ტორპედო" 1-2 იგებდა.
ანალოგიური სცენარით გაგრძელდა შეხვედრის მეორე ნახევარიც, რომელიც პირველისგან გამორჩეული, ალბათ იმით, იყო, რომ კახა ჩხეტიანს, მეკარის შეცვლა მოუხდა. როინ კვასხვაძემ, რომელსაც რამდენიმე დღეში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, მცირე ტრავმა მიიღო. თუმცა, მანამდე მის კარში მეორე გოლი გიორგი კუციამ გაიტანა. შეხვედრა, საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა.

„საბურთალო" - „ვიტ ჯორჯია" 0-0
მშრალი ფრე დაფიქსირდა თბილისში, მიხეილ მესხზე. 25-ე ტურში, „საბურთალომ" ქულები „ვიტ ჯორჯიასთან" დაკარგა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, აუტსაიდერთან უამრავი მომენტის მიუხედავად, გოლების გატანა ვერ მოახერხა. "ვიტ ჯორჯიამ" კი, ზედიზედ მეორე მატჩში არ წააგო.
„დინამო თბილისი" - „რუსთავი" 2-2
უამრავი საგოლე მომენტიდან მხოლოდ ორის რეალიზება შეძლეს ამ ტურში „დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა. ამას ემატება „რუსთავის" კარში გატანილი გოლი, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს და არაა გამორიცხული, რომ თბილისელთა საჩემპიონო ბრძოლაში, ეს კრიტიკული მომენტი აღმოჩნდეს. ამას ის გარემოებაც ემატება, რომ 24-ე ტურშიც, წყალტუბოში, დინამოელთა მიერ გატანილი გოლი, „ტორპედოს" კარში, მსაჯებს „გამორჩათ". ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ჩემპიონატი დასასრულისკენ მიდის, კარია, თუ მსგავსი მომენტები არა მხოლოდ „დინამო თბილისის", არამედ, სხვა გუნდების საზიანოდაც, სისტემატურ ხასიათს არ მიიღებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, „დინამო თბილისმა" ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც თუნდაც ევროპა ლიგის თამაშების დროს აჩვენებდა. შეიძლება, ამის ერთ-ერთი ფაქტორი, მე-6 წუთზე გაკეთებული იძულებითი ცვლილება იყო, რომელსაც კიდევ რამდენიმე წუთში, მეორე იძულებითი მოჰვა. დინამოელთა სამწვრთნელო შტაბი, თავდაპირველად იძულებული გახდა, ცენტრალური მცველი აბდელ მეჯუბი, მიხაილო შიშკათი ჩაენაცვლებინათ. 36-ე წუთზე კი, უკვე არფანგ დაფე შემოვიდა ლევან შენგელიას ნაცვლად.

ამ მომენტამდე, „დინამო თბილისი" უკვე 1-0 იგებდა და სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ აღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულმა ვითარებამ, გუნდის თამაში, ჩვენის აზრით არია. გოლი შეხვედრის მე-18 წუთზე, ულამაზესი დარტყმით, ლევან შენგელიამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში, არანაკლები სილამაზის გოლი, მორიგი სტანდარტული დარტყმიდან ნიკა ნინუამ გაიტანა და „დინამო თბილისი" 2-0 დააწინაურა. თუმცა, ამის შემდეგ, როგორც ჩანს თბილისელთა მწვრთნელებმა „თავი ნაბადში" იგრძნეს და ნაცნობ ხერხს მიმართეს - მოედანზე ბაქარ ქარდავა შემოუშვეს და ამით, ანგარიშის შენარჩუნებაზე გააგრძელეს თამაში. ალბათ, აქვე, არ შეგვიძლია კონკრეტულად ჩვენი გვერდის პოზიცია არ დავაფიქსიროთ და არ დავსვათ კითხვა - რატომ ეძლევა მცირე სათამაშო დრო აკაკი შულაიას, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შესწევს უნარი თამაში გაამწვავოს და საერთოდ დაიკარგა გიორგი ზარია.

თუმცა, ამ მომენტისთვის „რუსთავს" ერთი გოლი უკვე გაქვითული ჰქონდა და ამით, გაჩერებას არ აპირებდა. რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს მათ მოახერხეს - მარტივი არაა, მთელს თამაშში, 3 რეალური საგოლე მომენტიდან, 2 ზუსტად შეასრულო. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ეს მოახერხეს და „დინამო თბილისს" მნიშვნელოვანი ქულები წაართვეს.

სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტურის კალენდარი

მასალაში გამოყენებულია "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" ფოტოები





ჩვენ








