
მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის მომდევნო წრეშია. 21 წლის ქართველმა, ამერიკელი ბერნარდა პერა სამ სეტში დაამარცხა. 60 საუკეთესო ქალ ჩოგბურთელს შორის მყოფი სპორტსმენის დამარცხება 202-ე ჩოგანისაგან, მითუმეტეს, რომელმაც ძირითად ბადემდე სვლა კვალიფიკაციაში, ორი მოგებით დაიწყო, მართლაც გამოსარჩევი საქმეა.
ბოლქვაძისთვის ეს, დიდი სლემის პირველი ტურნირია და უნდა ითქვას, რომ ქართველი ჩოგბურთელი კორტზე საკმაოდ თავდაჯერებულიც იყო. მან პირველი სეტი 6-3 მოუგო მეტოქეს. მეორე სეტშიც 4-4-ზე ორჯერ ტაიბეირიკის შანსიც გაუშვა ხელიდან და საბოლოოდ, სეტი დიდი ბრძოლის შემდეგ 5-7 წააგო.
გადამწყვეტ სეტი ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბრეიკით გახსნა, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მოიგო და 2-0 დაწინაურდა. თითქოსდა, ბოლქვაძე უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ მესამე სეტის მესამე გეიმში ქართველმა საკუთრი მოწოდება მოიგო და სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. შეხვედრა, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ბოლქვაძემ მეტოქის მოწოდება აიღო და ანგარიში გაათანაბრა 2-2, რის შემდეგაც პერა, კვლავ ბრეიკით გავიდა წინ. მერვე გეიმში ბოლქვაძე, პერას მოწოდებაზე, 40-0 დაწინაურდა და კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც საკუთარი მოწოდებაც მოიგო და 5-4 გავიდა წინ. ამან ქართველ ჩოგბურთელს საკუთარი ძალების რწმენა გაუორმაგა და შედეგად, პერას მოწოდებასთან ერთად შეხვედრაც მოიგო.
დიდი სლემი ქართველმა დებიუტანტმა სამ სეტში , 2 საათსა და 20 წუთში, 6-3 5-7, 6-4 ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მეორე წრეში კი მას გაცილებით სერიოზული გამომცდელი ელოდება. მისი მეტოქე ქალთა რეიტინგის მე-3 ნომერი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.





ჩვენ








