
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 სტამბოლში, „ბაშაქშეჰირის" სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ ამხანაგური შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის 2 დებიუტანტია - „დინამო თბილისის" ფეხბურთელი ლევან შენგელია და ყაზანის „რუბინის" 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.
მათ გარდა, სტამბოლის შეკრებაზე, რომელი 2 სექტემბრიდან დაიწყება, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, ყვითელი ბარათების გამო, დანიასთან, ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფის, ოფიციალური თამაშის გამოტოვება უწევს. თუმცა, კაპიტანი, გუნდს სტამბოლში გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.
ცნობილია, რომ ვლადიმირ ვაისს, გაფართოებული შემადგენლობისთვის კიდევ 12 ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)
ჩვენი ინფორმაციით სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას, თურქეთში მყოფი ქართული სათვისტომო გეგმავს. თამაშზე დასწრების სურვილის შესახებ, ჩვენს გვერდს, თურქეთში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა განუცხადეს. ასე, რომ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ჩვენს ნაკრებს ეს უპირატესობა უნდა ჰქონდეს.
კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან 5 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის გააგრძელებს მომზადებას.
8 სექტემბერს კი, ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე", დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი, „დინამო არენაზე" 20:00 დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებულია.





ჩვენ








